ახალი ამბები

აბიტურიენტის 2023 წლის ცნობარში ცვლილებები შევიდა

აბიტურიენტის 2023 წლის ცნობარში ცვლილებები შევიდა

2023 წლის აბიტურიენტის ცნობარში დღეს, 31 მარტს, ცვლილებები შევიდა. კერძოდ, ცნობარში ზოგიერთი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტატუსთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაცია ჩაემატა. როგორც ცნობილია, ელექტრონული კრებული „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ ზამთრის პერიოდში მზადდება და საგანმანათლებლო პროგრამების სტატუსის ცვლილების შემდეგ, დოკუმენტში ახალი ინფორმაციები ემატება.

სხვადასხვა უნივერსიტეტების ზოგიერთი საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებული ხდება, ზოგიერთი კი უარს იღებს აკრედიტაციაზე და შესაბამისად, ის აბიტურიენტმა არ უნდა აირჩიოს.

იხილეთ ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების სტატუსთან დაკავშირებით ამ ეტაპისათვის განხორციელებული ცვლილებების შესახებ განახლებულ დოკუმენტში:

აბიტურიენტის ცნობარი 2023

როგორც EDU.ARIS.GE-ს გამოცდების ცენტრში დაუზუსტეს, ცვლილებები კიდევ იქნება.

აბიტურიენტებს საბოლოოდ კორექტირებული ცნობარის გაცნობა აგვისტოს დასაწყისში შეეძლებათ.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.