ახალი ამბები

როგორ აპირებს იუსტიციის სამინისტრო უნივერსიტეტებში სამართალმცოდნეობის განვითარებას – მინისტრის გეგმები

როგორ აპირებს იუსტიციის სამინისტრო უნივერსიტეტებში სამართალმცოდნეობის განვითარებას – მინისტრის გეგმები

იუსტიციის სამინისტრო, სტუდენტებისა და სამართლის მკვლევართათვის უნიკალურ ბიბლიოთეკას მოაწყობს, რამაც, უწყების პირველი პირის განცხადებით, ქვეყანაში სამართალშემოქმედების განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი – ამის შესახებ რატი ბრეგაძემ 17 დეკემბერს, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას ისაუბრა.
იუსტიციის სამინისტრო ზემოაღნიშნულის მიზნით, უნივერსიტეტებთან მემორანდუმებს გააფორმებს, რითაც, მინისტრის აზრით, სამართალშემოქმედების პროცესი კიდევ უფრო ახალ საფეხურზე გადავა.

„კვლევით საქმიანობაში სამეცნიერო წარმომადგენლობის გაზრდის და ახალგაზრდების მეტი რაოდენობით მოზიდვის მიზნით, წლის ბოლომდე გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმები საქართველოში მოქმედ ყველა უნივერსიტეტთან, რის შედეგადაც, კვლევასა და საფუძვლიან ანალიტიკაზე დაფუძნებული სამართალშემოქმედების პროცესი კიდევ უფრო ახალ საფეხურზე გადავა,“ – ამბობს რატი ბრეგაძე.

მინისტრის განცხადებით, იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე, იგეგმება იურისტის ბიბლიოთეკის განვითარება, რომელიც ქართულ და უცხოურ უნიკალურ ლიტერატურასთან და მოწინავე იდეებთან შეუზღუდავი წვდომის შესაძლებლობას მისცემს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ სტუდენტებსა და მკვლევარებს.

16 დეკემბერს გამოქვეყნდა საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ანგარიში თემაზე – საქართველოში ადამიანის უფლებათა სამართლის სწავლება უმაღლესი განათლების საფეხურზე, სადაც ომბუდსმენი განმარტავდა, რომ სამართლის სტუდენტების გამოწვევებს კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ ადამიანის უფლებათა სწავლება, უმეტესწილად ქართულენოვანი და ხშირად მოძველებული ლიტერატურით ხორციელდება. ახლა საკითხავია, არის თუ არა მინისტრ რატი ბრეგვაძის ზემოაღნიშნული განცხადებები სახალხო დამცველის მიერე გამოქვეყნებული დასკვნის პასუხი.

ასევე იხილეთ:

„უმაღლესებში ადამიანის უფლებათა სამართლის სწავლება მოძველებული ლიტერატურით და არაკომპეტენტური ლექტორებით ხორციელდება“

კვლევა: „საქართველოს უნივერსიტეტებში სავალდებულოდ არ ისწავლება ადამიანის უფლებათა ევროპული სამართალი“

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.