ახალი ამბები

მედია: ყაზახეთში მივლენილი  45-ე ბრიგადა 2008 წლის ომში მონაწილეობდა

მედია: ყაზახეთში მივლენილი  45-ე ბრიგადა 2008 წლის ომში მონაწილეობდა

ბიბისის რუსული სამსახურის და currentitme -ის ცნობით, ყაზახეთში კოლექტიური უსაფრთხოების ე.წ.  სამშვიდობო მისიას რუსეთის საჰაერო სადესანტო ჯარების გენერალ-პოლკოვნიკი ანდრეი სერდიუკოვი უხელმძღვანელებს. 

ამავე გამოცემების ცნობით, სამშვიდობო მისიაში  რუსეთის საჰაერო სადესანტო ჯარების 45-ე ბრიგადა მიიღებს მონაწილეობას.  გამოცემები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ  ამ ქვედანაყოფის სამხედროები მონაწილეობას იღებდნენ როგორც ჩეჩნეთის ორივე ომში, ასევე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომსა და ყირიმის ანექსიაში. 

ამასთან currentitme სერდიუკოვის ბიოგრაფიაზე წერს, რომ ის 2014 წელს მონაწილეობას იღებდა ყირიმის ანექსიაში, რის გამოც უკრაინამ სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.


ყაზახეთის პრეზიდენტმა „ტერორისტებისთვის“ ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცა


ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობს ჩვეულ რეჟიმში და ასევე ამოქმედებულია ცხელი ხაზი – +7 (717) 224-32-58.

ამასთან, ყაზახეთში ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო, თუ მოქალაქეები ცხელ ხაზზე დაკავშირებას ვერ ახერხებენ, მათ შეუძლიათ შეტყობინებები გააგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე: astana.emb@mfa.gov.ge.


ყაზახეთში საპროტესტო გამოსვლები საწვავის ფასის ძველ ნიშნულზე დაბრუნების მოთხოვნით დაიწყო, თუმცა მალევე ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მთავრობა საბოლოოდ გადადგა, თუმცა, დემონსტრაციები გაგრძელდა.

ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 5 იანვარს, გვიან ღამით კი დემონსტრანტების წინააღმდეგ „ანტიტერორისტული ოპერაცია“ დაიწყო.

პრეზიდენტის თხოვნის შემდეგ, ყაზახეთში შევიდნენ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) ქვეყნები, მათ შორის, რუსეთი. ОДКБ ირწმუნება, რომ დემონსტრაციების დაშლაში მონაწილეობას არ მიიღებს.

ქვეყანაში მუშაობა შეწყვიტეს ბანკებმა. ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა, მთავრობა ათობით მსხვერპლზე საუბრობს.

ყაზახეთში გუშინ გაითიშა ინტერნეტი და მოქალაქეებს ერთმანეთთან დაკავშირება სატელეფონო კავშირითაც უჭირთ.

ქვეყნიდან მწირი ინფორმაცია ვრცელდება. ძირითადი წყარო სოციალური ქსელი – „ტელეგრამია“, სადაც მათ შორის, მოქალაქეები ავრცელებენ ინფორმაციას. მათ შორის, ცნობას, რომ ალმათისა და სხვა ქალაქებში შეზღუდულია საკვები რესურსები. „ტელეგრამზე“ ვრცელდება კადრები, სადაც მოქალაქეები პურის რიგში დგანან.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.