ახალი ამბები

გერმანიის საზღვაო ძალების სარდალმა თანამდებობიდან გათავისუფლება ითხოვა — SPIEGEL

გერმანიის საზღვაო ძალების სარდალმა თანამდებობიდან გათავისუფლება ითხოვა — SPIEGEL

გერმანიის საზღვაო ძალების სარდალმა, კაია-ახიმ შენბახმა თანამდებობიდან გათავისუფლება ითხოვა — წერს გერმანული გამოცემა SPIEGEL. აღნიშნულს წინ უძღოდა შენბახის კომენტარები საქართველო-უკრაინაზე, რუსეთსა და ნატოზე, რასაც კრიტიკა მოჰყვა გერმანიასა და მის გარეთ.

22 იანვარს გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც ინდოეთში, ერთ-ერთ კვლევით ცენტრში გამართული დისკუსიისას არის გადაღებული, საზღვაო ძალების სარდალი დასძენს, რომ ვლადიმერ პუტინი პატივისცემას იმსახურებს, ყირიმს უკრაინა ვერასდროს დაიბრუნებს, ალიანსში საქართველოს მიღება კი ჭკვიანური არ არის.

SPIEGEL-ის ცნობით, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინა ლამბრეხტმა შეიარაღებული ძალების გენერალ-ინსპექტორთან და თავის PR მრჩეველთან ერთად იმსჯელა, რა სახის რეაგირებას საჭიროებდა შენბახის ზემოხსენებული კომენტარები.

ჯგუფი შეთანხმდა, რომ საზღვაო ძალების სარდალს სასწრაფოდ, საჯაროდ უნდა განემარტა თავისი განცხადებები, ორშაბათისთვის კი ის გენერალ-ინსპექტორთან შეხვედრაზე დაიბარეს ამავე საკითხზე სასაუბროდ.

გამოცემის თანახმად, ამ ფონზე, სამხედრო დეპარტამენტში ბევრი ელოდა, რომ შენბახი თავისით მოითხოვდა თანამდებობიდან გათავისუფლებას.

“წინააღმდეგ შემთხვევაში, მინისტრს მისი გადაყენება არაუგვიანეს კვირის დასაწყისისთვის მოუწევდა, რადგან ის ვერ შეეგუებოდა წამყვანი გენერლის მსგავს ჩავარდნას”, — წერს SPIEGEL.

საბოლოოდ, ავტორის სიტყვებით, შენბახმა “აირიდა უხერხულობა და თავად ითხოვა თანამდებობიდან გათავისუფლება”.

ამ დრომდე, აღნიშნული ინფორმაცია გერმანიის მთავრობას ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

მანამდე, გერმანიის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა თქვა, რომ შენბახის გზავნილები არ წარმოადგენს ბერლინის პოზიციას, თავად სარდალმა კი შეცდომა უწოდა თავის საქციელს.

არ ასახავს გერმანიის პოზიციას — ბერლინი თავისი საზღვაო ძალების სარდლის კომენტარზე

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.