ახალი ამბები

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 88 მლნ გირვანქა სტერლინგს გამოუყოფს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 88 მლნ გირვანქა სტერლინგს გამოუყოფს

გაერთიანებული სამეფო უკრაინის კარგი მმართველობისა და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებით 88 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოუყოფს. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის თქმით, ლონდონი მზადაა სამხედრო დახმარების გაგრძელებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისთვის უკრაინასთან, ისევე როგორც რუსეთისთვის სანქციების დაწესებისთვის აგრესიის შემთხვევაში.

როგორც ბორის ჯონსონმა კიევში ვიზიტისას განაცხადა, გაერთიანებული სამეფო და სხვა ქვეყნები შეფასდებიან იმის მიხედვით, რა დახმარებას გაუწევენ უკრაინას.

ბორის ჯონსონის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრა ჰუმანიტარული, პოლიტიკური და სამხედრო კატასტროფით დასრულდება რუსეთისთვის და მსოფლიოსთვის.

ჯონსონმა უარყო, რომ აშშ და დიდი ბრიტანეთი აზვიადებდნენ რუსული საფრთხის მასშტაბებს.

„ეს აშკარა და ამჟამინდელი საფრთხეა“, — განაცხადა მან.

ბორის ჯონსონის თქმით, უკრაინის “თავთან იარაღის მიტანით” რუსეთი ცდილობს უსაფრთხოების არქიტექტურის ჩამოშლას, რომელიც ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ შეიქმნა.

„ის [პუტინი] ცდილობს გადახაზოს ევროპის უსაფრთხოების რუკა და დააწესოს ახალი იალტა, გავლენის ახალი ზონები. ეს არ იქნებოდა მხოლოდ უკრაინის დააბრუნება რუსეთის გავლენის ზონაში. იქნება საქართველო და მოლდოვა და სხვა ქვეყნები. ეს არის აბსოლუტურად კრიტიკული მომენტი”, — განაცხადა ჯონსონმა.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.