ახალი ამბები

732 სკოლა სრულად დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება – იტესტებიან თუ არა მასწავლებლები

732 სკოლა სრულად დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება – იტესტებიან თუ არა მასწავლებლები

საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი კვლავ შერეულ ფორმატში გრძელდება.

განათლების სამინისტროს მიერ EDU.ARIS.GE-სთვის დღეს მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით, 2085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან, სრულად დისტანციურ სწავლებაზე 732 სკოლა იმყოფება.

რაც შეეხება პედაგოგებს, მიხეილ ჩხენკელის უწყების ცნობით, სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი რისკის ჯგუფის 135-მა მასწავლებელმა გამოთქვა.

„ბოლო შვიდი დღის მონაცემებით, კორონავირუსი მასწავლებელთა 6,5%-ს და მოსწავლეების 2,5%-ს დაუდასტურდა. ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%. გრძელდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა სავალდებულო ტესტირება. ორჯერადად აცრილი მასწავლებლები კორონავირუსზე ორ კვირაში ერთხელ PCR ტესტით მოწმდებიან, ერთჯერადად აცრილი ან აუცრელი მასწავლებლები კი – კვირაში ერთხელ სწრაფი ანტიგენ-ტესტით“, – აცხადებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

ასევე იხილეთ:

„ყველანაირი აზრი დაკარგა ვირუსის შემთხვევის აღმოჩენისას კლასის დაკეტვამ“

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.