ახალი ამბები

„თუ კომპლექსურ დავალებას მოსწავლეებს სახლში არ გავატანთ, პრობლემა არ იქნება“ – სკოლის დირექტორი მასწავლებლების მიერ დაშვებულ შეცდომაზე

„თუ კომპლექსურ დავალებას მოსწავლეებს სახლში არ გავატანთ, პრობლემა არ იქნება“ – სკოლის დირექტორი მასწავლებლების მიერ დაშვებულ შეცდომაზე

„თუკი მასწავლებელი არ შეუშინდება შეცდომებს, გაბედულად გადადგამს ნაბიჯებს, მოსწავლეებიც უფრო გაბედულები გახდებიან და უფრო მეტად მოახდენენ საკუთარი თავის რეალიზაციას“, – ამის შესახებ ფარცხანაყანების მე-2 საჯარო სკოლის დირექტორმა, ვარდენ ნიკაბაძემ კომპლექსურ დავალებაზე საუბრისას, ზოგადი ზოგადი განათლების რეფორმების ჯგუფის მიერ 18 თებერვალს გამოქვეყნებლ ვიდეო დიალოგში ისაუბრა.

ნიკაბაძე ამბობს, რომ მასწავლებლები შეცდომას უშვებენ, როდესაც კომპლექსურ დავალებას ბავშვებს სახლში შესასრულებლად ავალებენ. ეს ამბავი კი მშობლების უკმაყოფილებას იწვევს.

„მშობლები იმ პერსპექტივიდან უყურებენ სკოლას, როგორც თავად სწავლობდნენ, იმ მეთოდებს იცნობენ, რაც მათი სწავლის პერიოდში გამოიყენებოდა. შესაბამისად, სკოლისგან, ხშირ შემთხვევაში არასწორი მოლოდინები უყალიბდებათ. მნიშვნელოვანია, მშობლებთან კომუნიკაცია და იმის კარგად ახსნა, თუ რა ხდება, რა შეიცვალა, როგორია ახალი პარადიგმა და, შესაბამისად, ასეთი მშობლები სწორ დასკვნასაც გააკეთებენ… თუ კომპლექსურ დავალებებს სწორად დავგეგმავთ, თუ სახლში არ გავატანთ მოსწავლეებს, ეს არ იქნება კლასიკური საშინაო დავალება და პრობლემაც არ იქნება, მაგრამ… მასწავლებლებსაც მოსდით შეცდომები. ყოფილა შემთხვევები, როდესაც საშინაო დავალებად მიუციათ კომპლექსური დავალება.. ეს არის დიდი დავალება, დიდი საქმე და როდესაც მშობლები ხედავენ, თავისთავად ცხადია, პროტესტი უჩნდებათ“, – ამბობს სკოლის დირექტორი.

ასევე იხილეთ: 

რა ნიუანსები უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა კომპლექსურ დავალებებზე მუშაობის პროცესში – ვიდეო ინსტრუქცია და წესები

რატომ ურთულდებათ კომპლექსური დავალება მოსწავლეებსა და მშობლებს? – „მასწავლებელი ცოდნის აგებაზე უნდა იყოს ორიენტირებული“

„არ დააზეპირებინოთ ბავშვებს გამრავლების ტაბულა!“ – სწავლების მეთოდი წამყვანი მასწავლებლისგან

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.