ახალი ამბები

არ გვჭირდება თქვენი სანქციები მას შემდეგ, რაც დაბომბვა მოხდება — ზელენსკი

არ გვჭირდება თქვენი სანქციები მას შემდეგ, რაც დაბომბვა მოხდება — ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიაჩნია, რომ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების სია იქამდე უნდა გასაჯაროვდეს, სანამ უკრაინაზე პოტენციური თავდასხმა დაიწყება. აღნიშნულის შესახებ მან ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუს დროს ისაუბრა.

“ჩვენ არ გვჭირდება თქვენი სანქციები მას შემდეგ, რაც დაბომბვა მოხდება… ან მას შემდეგ, რაც არ გვექნება საზღვრები ან მას შემდეგ, რაც არ გვექნება ეკონომიკა… მაშინ, რაღაში უნდა დაგვჭირდეს ეს სანქციები?” — დასძინა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მყოფმა ზელენსკიმ.

მანვე ისაუბრა იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს რუსეთის აგრესიის შემთხვევაში. უკრაინის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ “ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი”.

“შეგვიძლია, სიაც კი მოგაწოდოთ. მთავარია სურვილი”, — აღნიშნა ზელენსკიმ და დაამატა:

“თუ თქვენ ისიც კი არ შეგიძლიათ, გაამჟღავნოთ, ვის რა მოუვა ომის დაწყების შემთხვევაში… მეეჭვება, [მისი] დაწყების შემდგომ მოხდეს ეს”.

მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ზელენსკი უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, კიევს ნატო-სა და ევროკავშირის წევრობაზე ნათელი პასუხები სჭირდება.

უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზების ფონზე, დასავლეთში მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში რუსეთის შეჭრა გარდაუვალია.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შეჭრა უკვე გადაწყვეტილი აქვს. დასავლეთის ქვეყნებში ფიქრობენ, რუსეთი შეეცდება, ხელოვნურად შექმნას უკრაინაზე თავდასხმის საბაბი.

თავად მოსკოვი უარყოფს თავდასხმის განზრახვას.

დონეცკსა და ლუგანსკში სეპარატისტებმა სრული სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადეს — Reuters

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.