ახალი ამბები

რა პირობები უნდა შეასრულოს პედაგოგმა, რომელსაც სტატუსის შეცვლა სურს – განმარტება პროფესიული უნარების გამოცდაზე გამსვლელებს

რა პირობები უნდა შეასრულოს პედაგოგმა, რომელსაც სტატუსის შეცვლა სურს – განმარტება პროფესიული უნარების გამოცდაზე გამსვლელებს

როგორც ცნობილია, გამოცდით სტატუსის შეცვლის მსურველი მასწავლებლებისთვის პროფესიული უნარების გამოცდა 2022 წლის ზაფხულში უნდა ჩატარდეს.

ტრენერი და პედაგოგი თიკო ლობჯანიძე, EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის განმარტავს, რომ ვისაც გადაწყვეტილი აქვთ სტატუსის შეცვლა – უფროსი გახდეს წამყვანი და წამყვანი გახდეს მენტორი – შემდეგი პირობები ექნებათ შესასრულებელი:

აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ჩაბარებული გამოცდა 50%-ზე ან მეტ ქულებზე – ვისაც 50%-ზე დაბალი შეფასებით აქვს გამოცდა ჩაბარებული და სურვილი აქვს, აიმაღლოს სტატუსი, მას აუცილებლად მოუწევს გამოცდის თავიდან ჩაბარება, რადგან მასწავლებელი, რომელმაც კარგად არ იცის საგანი, რომელსაც ასწავლის, ვერ გახდება წამყვანი ან მენტორი.

ამის შემდეგ კი, გამოცდა უნდა ჩააბაროს დიდაქტიკაში – დიდაქტიკის გამოცდა განსხვავებულია უფროსი და წამყვანი მასწავლებლისთვის.

თუ ამ გამოცდასაც წარმატებით ჩააბარებს, ის გამოაგზავნის თავის პორტფოლიოს, რომელსაც სამინისტროს, მასწავლებლის სახლის, რესურსცენტრის, ესგ-ეს წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი შეაფასებს.

სწორედ ამ პორტფოლიოში უნდა იყოს ატვირთული მასწავლებლის მიერ განხორციელებული ის აქტივობები, რომელმაც გავლენა იქონია მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე და, მათ შორის, კვლევაც.

როგორც გითხარით, მასწავლებლის პორტფოლიოს შეაფასებს ჯგუფი, რომელიც შემდეგ მიდის სკოლაში მასწავლებელთან გასაუბრებაზე, რათა თავის თვალით ნახოს, როგორია მასწავლებლის იმპაქტი საკლასო ოთახში ან მოსწავლეებთან. აბა, სხვაგვარად როგორ შევაფასოთ მასწავლებელი, თუ არ ვიცით როგორია ის მოსწავლეებთან მიმართებაში. რაც შეეხება კვლევას, პრაქტიკის კვლევა კონკრეტულ საკლასო ოთახზე დაწერილი პრაქტიკული კვლევაა. ეს არის ფუნდამენტური კვლევა და მისი გამოყენება შეუძლებელია, მაგალითად, პარალელურ კლასში, რადგან კონკრეტული მოსწავლეების საჭიროებებზეა მორგებული. ძალიან ეფექტური კვლევის ტიპია და კონცენტრირდება მხოლოდ ერთ საკლასო ოთახზე ან სკოლის რომელიმე საჭიროებაზე”, – განმარტავს თიკო ლობჯანიძე.

მასწავლებლის მიერ გადმოგზავნილ პორტფოლიოში ატვირთული კვლევის წარდგენა მას სკოლაში მისულ შეფასების ჯგუფთან მოუწევს – 3-5-კაციანი ჯგუფი საფუძვლიანად შეისწავლის, რამდენად ეფექტურია მასწავლებელი საგაკვეთილო პროცესში, ოღონდ ეს არ იქნება აქამდე არსებული გარე დაკვირვება. ჯგუფის წევრები მასწავლებლის პრაქტიკულ საქმიანობას შეაფასებენ, მაგრამ თუ პედაგოგი სათანადო შეფასებას ვერ დაიმსახურებს, მას ამის გამო არავინ დასჯის. ჯგუფი მას განვითარების გეგმას დაუწერს, შემდეგ ეს პედაგოგი ტრენინგებს გაივლის და მდგომარეობას გამოასწორებს.

სტატუსის გამოცდით შეცვლის მსურველმა მასწავებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ პროფესიული უნარების გამოცდის საგამოცდო პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

1. სკოლის/თემის და მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა
2. ზოგადი განათლების სისტემის ფართო ხედვა
3. სასწავლო პროცესის ეფექტიანი წარმართვისათვის სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ორგანიზაციასთან თანამშრომლობა
4. მდგრადი განვითარების ძირითადი პრინციპების ცოდნა და გაზიარება

საგამოცდო ტესტში გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის დავალება: არჩევითპასუხებიანი; შესაბამისობის; ღია (პროექტის, კვლევის დაგეგმვა, მონაცემთა ანალიზი, რეკომენდაციების შემუშავება და სხვ.); კონკრეტული შემთხვევის/პრობლემური სიტუაციის ანალიზი; ფუნქციური/ანალიტიკური წერა.

გახსოვდეთ, საგამოცდო ტესტისათვის განსაზღვრული იქნება მინიმალური კომპეტენციის ორი ზღვარი – წამყვანი და მენტორი მასწავლებლების სტატუსების შესაბამისად. მინიმალური კომპეტენციის ზღვრები განისაზღვრება საგანგებოდ შექმნილი კომისიის მიერ შეფასების სტანდარტის დადგენის პროცედურის საშუალებით.

ასევე იხილეთ:

რა გამოწვევების წინაშე დგანან მასწავლებლები 2022 წლის ზაფხულში ჩასატარებელი გამოცდისა და სტატუსის ამაღლების მოლოდინში

წამყვანი და მენტორი მასწავლებლის საგამოცდო ლიტერატურა

„ნაეკი“ წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდისთვის ტესტის აღწერასა და საგამოცდო პროგრამას აქვეყნებს

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.