ახალი ამბები

ქუთაისის აეროპორტში ფრენები განახლდა

ქუთაისის აეროპორტში ფრენები განახლდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის შემდეგ ფრენები განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

ასაფრე-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია გუშინ დასრულდა და პირველი რეისი მინსკიდან შესრულდა.

“რეაბილიტაციის პროცესში მოხდა ასფალტობეტონის საფარის დაზიანებული ადგილების ფრეზირება. საფუძველზე, სადაც ყველაზე მეტად იყო ბეტონის ფილები დაზიანებული, მოხდა ფილის დემონტაჟი. ამავე ფართზე გამაგრდა საფუძველი ცემენტნარევი ქვიშა ღორღით. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის შუა ნაწილში ორ ფენად დაიგო 80მმ სისქის მსხვილმარცვლოვანი ასფალტობეტონის საფარი. ასევე, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ცენტრალურ უბანზე წვრილმარცვლოვანი მოდიფიცირებული ასფალტობეტონის 50მმ სისქის საფარი გაკეთდა. გუშინვე დასრულდა ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მარკირება, რის შემდეგაც ფრენების მიღება შესაძლებელი გახდა”, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, პროექტის ბიუჯეტი 8 მილიონი ლარი იყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები “ბლექ სი გრუპმა”, ხარჯები კი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ დაფარა.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.