ახალი ამბები

როგორია კლინიკა, სადაც პაციენტის ყველა უფლება მკაცრად დაცულია — „ჰერა 2011-ის“ გამოცდილება ხარისხის სტანდარტების დანერგვის მიმართულებით

ჯან­დაც­ვის სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იზ­რდე­ბა ხა­რის­ხის სტან­დარ­ტე­ბიც. ხა­რის­ხის სტან­დარ­ტი რამ­დე­ნი­მე კრი­ტე­რი­უ­მით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა და თა­ნა­მედ­რო­ვე კლი­ნი­კის­თვის მისი დაც­ვა კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. „ჰერა 2011“ ერთ-ერ­თია ქარ­თულ სა­მე­დი­ცი­ნო სექ­ტორ­ში, რო­მე­ლიც ხა­რის­ხის სტან­დარ­ტებს უმაღ­ლეს დო­ნე­ზე იცავს. კლი­ნი­კის ხა­რის­ხის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ნინო ჭი­ჭი­ვე­იშ­ვი­ლი ამ სა­კი­თხებ­ზე დე­ტა­ლუ­რად გვე­სა­უბ­რე­ბა.

ზო­გა­დად, რა ძი­რი­თა­დი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი გან­სა­ზღვრავს ჯან­დაც­ვის სტან­დარტს დღეს?

მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხი და უსაფრ­თხო­ე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯან­დაც­ვის სტან­დარ­ტე­ბის გან­მსა­ზღვრე­ლი ძი­რი­თა­დი კრი­ტე­რი­უ­მე­ბია. ის შემ­დეგ პუნ­ქტებს აერ­თი­ა­ნებს: პა­ცი­ენტზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ზრუნ­ვა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კად­რე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცია, უწყვე­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა, სის­ტე­მის ეფექ­ტუ­რი მუ­შა­ო­ბის მუდ­მი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გი და კონ­ტრო­ლი.

ჯან­დაც­ვის სტან­დარ­ტებ­მა დღეს ერთ მთა­ვარ კი­თხვას უნდა უპა­სუ­ხონ: რო­გორ გრძნობს თავს პა­ცი­ენ­ტი და რამ­დე­ნად უსაფრ­თხოდ ზრუ­ნა­ვენ მას­ზე. სა­ერ­თა­შო­რი­სო და თა­ნა­მედ­რო­ვე ხა­რის­ხის სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ხა­რის­ხი­ა­ნი კლი­ნი­კა არის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, სა­დაც პა­ცი­ენ­ტი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ:

  • მას უს­მე­ნენ და უყუ­რე­ბენ, არა მხო­ლოდ რო­გორც დი­აგ­ნოზს, არა­მედ რო­გორც ადა­მი­ანს;
  • სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა ეფუძ­ნე­ბა სან­დო ცოდ­ნას და სწორ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს;
  • მისი უსაფრ­თხო­ე­ბა და­ცუ­ლია, სა­მე­დი­ცი­ნო შეც­დო­მა ან გა­დაც­დო­მა არ მოხ­დე­ბა ან მისი რის­კი მი­ნი­მა­ლუ­რია;
  • არ გა­ნუ­ვი­თარ­დე­ბა სა­ა­ვად­მყო­ფოს შიდა ინ­ფექ­ცია;
  • არ მოხ­დე­ბა პერ­სო­ნა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­უ­გებ­რო­ბა;
  • კლი­ნი­კა­ში ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი მუ­შა­ობს კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით;
  • პა­ცი­ენ­ტის ყვე­ლა უფ­ლე­ბა მკაც­რად და­ცუ­ლია.

ზო­გა­დად, რო­გორ ხდე­ბა კლი­ნი­კის ხა­რის­ხის სტან­დარ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბა და და­ნერგვა?

სტან­დარ­ტი რომ უბ­რა­ლოდ ფორ­მა­ლურ დო­კუ­მენ­ტად არ დარ­ჩეს, მის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში მთე­ლი გუნ­დი უნდა ჩა­ერ­თოს. ვუ­ყუ­რებთ, რა გა­მოწ­ვე­ვე­ბია პრაქ­ტი­კა­ში, ვე­სა­უბ­რე­ბით პერ­სო­ნალს, ვით­ვა­ლის­წი­ნებთ პა­ცი­ენ­ტის გა­მოც­დი­ლე­ბას, დე­ტა­ლუ­რად ვსწავ­ლობთ მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტებს და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ ვად­გენთ იმ წე­სებ­სა და პრო­ცე­სებს, რაც რე­ა­ლურ შე­დეგს გა­მო­ი­ღებს. რა თქმა უნდა, ვით­ვა­ლის­წი­ნებთ სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო კლი­ნი­კე­ბი­სა და ჯან­დაც­ვის კომ­პე­ტენ­ტუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას, მათ რჩე­ვებს და რე­კო­მენ­და­ცი­ებს. ეს არის ცო­ცხა­ლი პრო­ცე­სი, რაც მხო­ლოდ დო­კუ­მენ­ტის დამ­ტკი­ცე­ბით არ სრულ­დე­ბა.

არ­სე­ბობს თუ არა სა­ერ­თო სტან­დარ­ტი? თუ თი­თო­ე­უ­ლი კლი­ნი­კის­თვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ხდე­ბა შე­მუ­შა­ვე­ბა?

სა­ერ­თო სტან­დარ­ტე­ბი ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს, მა­გა­ლი­თად, ასე­თია ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (WHO), სა­ერ­თა­შო­რი­სო აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სის­ტე­მე­ბის (რო­გორც JCI ან აკ­რე­დი­ტა­ცია კა­ნა­და, ) ან ეროვ­ნუ­ლი მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ დად­გე­ნი­ლი ხა­რის­ხის ჩარ­ჩო­ე­ბი. ისი­ნი გან­სა­ზღვრა­ვენ ძი­რი­თა­დი კრი­ტე­რი­უ­მებს, რო­გო­რი­ცაა: პა­ცი­ენ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბა, კლი­ნი­კუ­რი შე­დე­გე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი, ინ­ფექ­ცი­ე­ბის კონ­ტრო­ლი, პერ­სო­ნა­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცია და სხვა.

თი­თო­ე­ულ კლი­ნი­კას შე­უძ­ლია ამ ჩარ­ჩო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით შე­ი­მუ­შა­ოს თა­ვი­სი შიდა პო­ლი­ტი­კა და პრო­ცე­დუ­რე­ბი. სტან­დარ­ტი სა­ყო­ველ­თა­ოა, მაგ­რამ მისი რე­ა­ლი­ზა­ცია და და­ნერგვა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ხდე­ბა.

მოგ­ვი­ყე­ვით „ჰერა 2011-ზე“. რო­გო­რია თქვე­ნი კლი­ნი­კის ხა­რის­ხის სტან­დარ­ტე­ბი?

„ჰერა 2011“ ჩვენ­თვის მხო­ლოდ კლი­ნი­კა არ არის. ეს არის სივ­რცე, სა­დაც პა­ცი­ენ­ტის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და უსაფრ­თხო­ე­ბა ყო­ველ­თვის პირ­ველ ად­გილ­ზე დგას. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, რომ ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს მი­ვა­წო­დოთ ზუს­ტი და უსაფრ­თხო სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა.

სტან­დარ­ტე­ბი ჩვენ­თვის ყო­ველ­დღი­ურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ნიშ­ნავს. ეს არის წე­სე­ბი, რომ­ლი­თაც გუნ­დი მუ­შა­ობს, რო­გორც მედ­დე­ბი და ექი­მე­ბი, ისე ად­მი­ნის­ტრა­ცია. ჩვენ მუდ­მი­ვად ვსწავ­ლობთ, თი­თო­ე­ულ პრო­ცე­სის მო­ნი­ტო­რინგს ვა­წარ­მო­ებთ და არ ვეშ­ვე­ბით იმ იდე­ას, რომ „კარ­გი“ არა­სო­დეს არის საკ­მა­რი­სი. გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა ყო­ველ­თვის შე­საძ­ლე­ბე­ლია.

ჩვე­ნი კლი­ნი­კის ხა­რის­ხის სტან­დარ­ტე­ბი ად­გი­ლობ­რივ რე­გუ­ლა­ცი­ებ­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კას ეფუძ­ნე­ბა. სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის და­ნერგვის პრო­ცეს­ში შე­ვარ­ჩი­ეთ კა­ნა­დუ­რი აკ­რე­დი­ტა­ცია — Accreditation Canada, რო­მე­ლიც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა მსოფ­ლი­ო­ში. იგი მუ­შა­ობს Qmentum პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებს, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კას და პა­ცი­ენტზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ მიდ­გო­მას აერ­თი­ა­ნებს.

ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის აღე­ბა მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ კლი­ნი­კამ არა­მარ­ტო და­აკ­მა­ყო­ფი­ლა მო­თხოვ­ნე­ბი, არა­მედ გა­მო­ავ­ლი­ნა ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მე­ბი. ჩვენ გვე­ა­მა­ყე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ყა­ვით პირ­ვე­ლი კლი­ნი­კა, რო­მელ­მაც არა­მარ­ტო დავ­ნერ­გეთ კა­ნა­დუ­რი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სტან­დარ­ტე­ბი, არა­მედ ავი­ღეთ უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა და სტან­დარ­ტე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში პლა­ტი­ნის ხა­რის­ხი მოგ­ვე­ნი­ჭა.

როგორია კლინიკა, სადაც პაციენტის ყველა უფლება მკაცრად დაცულია - „ჰერა 2011-ის“ გამოცდილება ხარისხის სტანდარტების დანერგვის მიმართულებით

რო­გორ მოხ­და თქვე­ნი სტან­დარ­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა, რა გზა გა­ი­ა­რა, ვიდ­რე ისე ფორ­მირ­დე­ბო­და, რო­გო­რი­თაც ახლა ხელ­მძღვა­ნე­ლობთ?

სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში კა­ნა­დუ­რი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ად­გი­ლობ­რივ მრჩე­ველ­თა გუნ­დი დაგ­ვეხ­მა­რა. პრო­ცეს­ში გა­დამ­წყვე­ტი როლი ითა­მა­შა თა­ვად კლი­ნი­კის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის აქ­ტი­ურ­მა ჩარ­თუ­ლო­ბა­მაც.

ჩვენ ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი კო­მი­ტე­ტი, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს და ჰო­ლის­ტი­კუ­რი მიდ­გო­მით მარ­თავს ძი­რი­თად სტან­დარ­ტებს კლი­ნი­კა­ში.

კლი­ნი­კა­ში მუდ­მი­ვად ხდე­ბა პა­ცი­ენ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბის ძი­რი­თა­დი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი. ესე­ნია:

  • პა­ცი­ენ­ტის იდენ­ტი­ფი­კა­ცია — ვი­ყე­ნებთ სამ­მაგ სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო მო­ნა­ცე­მებს, რათა თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ შეც­დო­მა;
  • კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ეფექ­ტუ­რო­ბა — მო­ნი­ტო­რინგს ვა­წარ­მო­ებთ, თუ რამ­დე­ნად კარ­გად ხდე­ბა ზუს­ტი და დრო­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლა კლი­ნი­კურ გუნ­დებს შო­რის. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ეხე­ბა პა­ცი­ენ­ტის გა­დაყ­ვა­ნის ან პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გა­და­ცე­მის სა­კითხს;
  • მე­დი­კა­მენ­ტე­ბის უსაფრ­თხო გა­მო­ყე­ნე­ბა — გვაქვს მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შე­ჯე­რე­ბის, გა­და­მოწ­მე­ბის და მა­ღა­ლი რის­კის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მკაც­რი პრო­ტო­კო­ლე­ბი. მათი შეს­რუ­ლე­ბა მუდ­მივ რე­ჟიმ­ში მოწ­მდე­ბა;
  • ქი­რურ­გი­უ­ლი და ინ­ვა­ზი­უ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბის უსაფრ­თხო გა­მო­ყე­ნე­ბა — ეს გუ­ლის­ხმობს პრინ­ცი­პის „სწო­რი პა­ცი­ენ­ტი – სწო­რი პრო­ცე­დუ­რა – სწო­რი ად­გი­ლი“ მკაცრ დაც­ვას;
  • და­ცე­მის პრე­ვენ­ცია- ხდე­ბა და­ცე­მის რის­კე­ბის მუდ­მი­ვი შე­ფა­სე­ბა და ამ რის­კე­ბის და­ზღვე­ვა;
  • ინ­ფექ­ცი­ე­ბის კონ­ტრო­ლი და პრე­ვენ­ცია — ეს არის სტან­დარ­ტი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მკაც­რად კონ­ტროლ­დე­ბა და სწო­რედ ამ კონ­ტრო­ლის სა­ფუძ­ველ­ზე კლი­ნი­კა­ში ფაქ­ტობ­რი­ვად არ არ­სე­ბობს სა­ა­ვად­მყო­ფოს შიდა ინ­ფექ­ცი­ე­ბი;
  • პა­ცი­ენ­ტის ჩარ­თუ­ლო­ბა — ჩვენს კლი­ნი­კა­ში პა­ცი­ენ­ტებს ეძ­ლე­ვათ უფ­ლე­ბა, რომ დას­ვას შე­კი­თხვე­ბი, გა­მოთ­ქვას ეჭვი და ჩა­ერ­თოს თა­ვის მოვ­ლა­ში. ამი­სათ­ვის ვი­ყე­ნებთ პა­ცი­ენ­ტის გა­მო­კი­თხვი­სა და სა­ჩივ­რე­ბის მი­ღე­ბის ეფექ­ტურ სის­ტე­მებს;
  • ინ­ცი­დენ­ტე­ბის შე­ტყო­ბი­ნე­ბის სტან­დარ­ტი — სიღ­რმი­სე­უ­ლად ვსწავ­ლობთ ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის კლი­ნი­კურ თუ არაკ­ლი­ნი­კურ ინ­ცი­დენტს, ვგეგ­მავთ მსგავ­სი ინ­ცი­დენ­ტე­ბის აღ­მო­ფხვრის მე­ქა­ნიზ­მებს და ვა­მოწ­მებთ რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რად მუ­შა­ობს ისი­ნი;
  • მკაც­რად ვა­კონ­ტრო­ლებთ სა­მე­დი­ცი­ნო აპა­რა­ტუ­რის მუ­შა­ო­ბას, გვაქვს მათი შე­მოწ­მე­ბის გეგ­მუ­რი და არა­გეგ­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის სის­ტე­მე­ბი;
  • და­ნერ­გი­ლი გვაქვს გა­და­უ­დე­ბე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბე­ბის მარ­თვის მზად­ყოფ­ნა.

ხა­რის­ხის სტან­დარ­ტის და­ნერგვა არ არის ერთჯე­რა­დი პრო­ცე­სი. ხა­რის­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას მუდ­მი­ვი მუ­შა­ო­ბა სჭირ­დე­ბა. რო­გორ ხდე­ბა „ჰერა 2011-ში“ ეს პრო­ცე­სი?

ჩვენ კლი­ნი­კა­ში ასე ვხე­დავთ — ხა­რის­ხი არ არის რა­ღაც, რაც ერთხელ და­წე­რე. ეს ყო­ველ­დღი­უ­რი შრო­მაა. ვი­ყე­ნებთ რო­გორც შიდა კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მებს, ე.წ. ხა­რის­ხის ინ­დი­კა­ტო­რებს, რე­გუ­ლა­რულ ანა­ლი­ზებ­სა და გუნ­დურ გან­ხილ­ვებს, ისე გა­რე­დან მო­სულ შე­ფა­სე­ბებს ად­გი­ლობ­რი­ვი მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ე­ბის­გან, კა­ნა­დუ­რი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ექ­სპერ­ტე­ბის­გან.

ნე­ბის­მი­ე­რი ინ­დი­კა­ტო­რის­თვის გვაქვს სა­მიზ­ნე ნიშ­ნუ­ლი, რო­მელ­საც ვა­და­რებთ არა ად­გი­ლობ­რივ კლი­ნი­კებს, არა­მედ ე.წ „ბეჩ­მარ­კინგს“ ვა­კე­თებთ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მე­დი­ცი­ნო ბა­ზარ­ზე არ­სე­ბულ სა­უ­კე­თე­სო კლი­ნი­კებ­თან.

ზო­გა­დად, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პა­ცი­ენ­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა ხა­რის­ხის მარ­თვა­ში? თქვენ პა­ცი­ენ­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის რა მე­თო­დებს იყე­ნებთ?

დღეს ხა­რის­ხის მარ­თვა ჯან­დაც­ვა­ში მხო­ლოდ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის შიდა საქ­მედ აღარ გა­ნი­ხი­ლე­ბა. პა­ცი­ენ­ტის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა მისი აუ­ცი­ლე­ბე­ლი კომ­პო­ნენ­ტია. ჩვენ­თვის „ჰე­რა­ში“ პა­ცი­ენ­ტი ჩვე­ნი პარტნი­ო­რია, რად­გან პა­ცი­ენ­ტმა უკეთ იცის, რო­გო­რია კლი­ნი­კის მომ­სა­ხუ­რე­ბა, სად გვრჩე­ბა ხარ­ვე­ზი და რაში შეგ­ვიძ­ლია გა­ვი­ზარ­დოთ.

კლი­ნი­კა­ში ყველ­გან არის გან­თავ­სე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტთა ანო­ნი­მუ­რი კი­თხვა­რე­ბის QR კო­დე­ბი, სა­დაც ნე­ბის­მი­ერ მათ­განს აზ­რის და­ფიქ­სი­რე­ბა შე­უძ­ლია. პა­რა­ლე­ლუ­რად, გვაქვს სა­ჩივ­რე­ბის ყუთი, ვებგ­ვერ­დზე კი ანო­ნი­მუ­რად შე­ფა­სე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. უკუ­კავ­ში­რის ეს სის­ტე­მე­ბი მუდ­მი­ვად კონ­ტროლ­დე­ბა და ხდე­ბა მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ანა­ლი­ზი, დე­ტა­ლუ­რი გან­ხილ­ვა.

ჩვე­ნი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ცვლი­ლე­ბე­ბი სწო­რედ პა­ცი­ენ­ტე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე დავ­ნერ­გეთ.

ასე­ვე გვყავს ჩვე­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბის საბ­ჭო. საბ­ჭო გვაძ­ლევს რე­კო­მენ­და­ცი­ებს პა­ცი­ენ­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­კი­თხებ­ში. ეს სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს მაქ­სი­მა­ლუ­რად პა­ცი­ენტზე მორ­გე­ბუ­ლი სერ­ვი­სე­ბი შევ­თა­ვა­ზოთ. ისი­ნი ყო­ველ­თვი­უ­რად იკ­რი­ბე­ბი­ან და მსჯე­ლო­ბენ ჩვე­ნი კლი­ნი­კის სხვა­დას­ხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე. ეს საკ­მა­ოდ კარ­გი პრაქ­ტი­კაა კლი­ნი­კე­ბი­სათ­ვის, რომ პა­ცი­ენ­ტე­ბის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი რე­სურ­სი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის გა­მო­ი­ყე­ნონ.

სა­მო­მავ­ლოდ რო­გორ გე­სა­ხე­ბათ კლი­ნი­კის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბა?

ჩვე­ნი მი­ზა­ნია, „ჰერა 2011“ იყოს კლი­ნი­კა, სა­დაც პა­ცი­ენ­ტი გრძნობს სით­ბოს, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს და ნდო­ბას. მო­მა­ვალ­ში გვინ­და, კი­დევ უფრო და­ვიხ­ვე­წოთ და შევ­ქმნათ კი­დევ უფრო უსაფრ­თხო, ეთი­კუ­რი, ჰუ­მა­ნუ­რი და მო­წი­ნა­ვე გა­რე­მო.

წყარო

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.