ახალი ამბები

საახალწლოდ ათონელსა და მშრალ ხიდზე მოძრაობა იზღუდება

საახალწლოდ ათონელსა და მშრალ ხიდზე მოძრაობა იზღუდება

თბილისის მერია იუწყება, რომ 19 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, ათონელის ქუჩაზე, ხოლო 20 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, ხიდისა და სკუდიერის ქუჩებზე საგზაო მოძრაობა შეიზღუდება.

ათონელის ქუჩაზე 19 დეკემბრის 10:00 საათიდან 14 იანვრის ჩათვლით შეიზღუდება საგზაო მოძრაობა, რისი მიზეზიც დედაენის ბაღში საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიებებია.

ხოლო 20 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, სატრანსპორტო გადაადგილება ხიდისა და სკუდიერის ქუჩებზეც აიკრძალება.

საახალწლო ღონისძიებების მსვლელობის ფარგლებში, 14 იანვრის ჩათვლით, ზაარბრიუკენის მოედნიდან სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება აიკრძალება ხიდის ქუჩაზე (მშრალ ხიდზე) ათონელის ქუჩის მიმართულებით.

ასევე, გადაადგილება შეეზღუდებათ ჯ. სკუდიერის ქუჩიდან, ხიდის ქუჩისკენ (მშრალი ხიდისკენ) მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებს. ხიდის ქუჩაზე (მშრალ ხიდზე) მოხვედრა აიკრძალება ს. ვირსალაძის, გ. ჭანტურიასა და რ. აბჟანდაძის ქუჩებიდან მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებისთვისაც.

ზაარბრიუკენის მოედნიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს ათონელის ქუჩაზე მოხვედრა შეეძლებათ ლ. ტოლსტოის ქუჩისა და ნოე ჟორდანიას სანაპიროს (მარცხენა სანაპირო) გავლით, ბარათაშვილის ხიდის, რ. თაბუკაშვილის ქუჩისა და რუსთაველის გამზირის გამოყენებით. ასევე, ზაარბრიუკენის მოედნიდან ათონელის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ზვიად გამსახურდიას სახელობის მარჯვენა სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის დახმარებით.

ს. ვირსალაძისა და გ. ჭანტურიას ქუჩებიდან ხიდის ქუჩისკენ (მშრალი ხიდი) მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება დაშვებულია ზვიად გამსახურდიას მარჯვენა სანაპიროს, ბარათაშვილის ხიდისა და ნოე ჟორდანიას მარცხენა სანაპიროს გამოყენებით.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებებით:

ავტობუსი N20 ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, უზნაძის ქუჩიდან დაუკავშირდება ზაარბრიუკენის მოედნის მიმდებარე ტერიტორიას. ტოლსტოისა და ხეთაგუროვის ქუჩების გავლით გადაადგილდება ბარათაშვილის ხიდზე და დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას. უკუმიმართულებით, მარშრუტი მობრუნდება თავისუფლების მოედანზე და გადაინაცვლებს მარცხენა სანაპიროზე, რის შემდეგ, ხეთაგუროვის, ჯავახიშვილისა და გოგიბერიძის ქუჩების დახმარებით დაუკავშირდება ზაარბრიუკენის მოედანს და იმოძრავებს დადგენილი სქემით.

ავტობუსი N23 ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ზაარბრიუკენის მოედნიდან გადაადგილდება ტოლსტოის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგ, ხეთაგუროვის ქუჩისა და ბარათაშვილის ხიდის გავლით გადაინაცვლებს ბარათაშვილის ქუჩაზე. უკუმიმართულებით, მარშრუტი მობრუნდება თავისუფლების მოედანზე, მარცხენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდება ხეთაგუროვის, ჯავახიშვილისა და ჩიქობავას ქუჩებს და იმოძრავებს დადგენილი სქემით.

მიკროავტობუსი N50 მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმართულებით გადაადგილებისას, ზაარბრიუკენის მოედნიდან განაგრძობს სვლას ტოლსტოისა და ხეთაგუროვის ქუჩების მიმართულებით. დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩასა და მეტროსადგურ „ავლაბარს“. უკუმიმართულებით, მარშრუტი მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ დაუკავშირდება ხეთაგუროვის ქუჩას, რის შემდეგ ჯავახიშვილისა და გოგიბერიძის ქუჩით მოხვდება ზაარბრიუკენის მოედანზე და განაგრძობს სვლას დადგენილი სქემით.

მიკროავტობუსის მარშრუტები N6, N49 ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ზაარბრიუკენის მოედნიდან გადაადგილდებიან ტოლსტოის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგ ხეთაგუროვის ქუჩისა და ბარათაშვილის ხიდის გავლით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას. უკუმიმართულებით, თავისუფლების მოედანზე მობრუნების შემდეგ, გადაინაცვლებენ მარცხენა სანაპიროზე, საიდანაც დაუკავშირდებიან ზაარბრიუკენის მოედანს და განაგრძობენ მოძრაობას დადგენილი სქემით.

მიკროავტობუსი N140 თავისუფლების მოედნიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრაობისას ჭანტურიას ქუჩიდან გადაადგილდება თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით და ჯავახიშვილის ქუჩით (ელბაქიძის დაღმართი) დაუკავშირდება მარჯვენა სანაპიროს. შემდეგ, მარშრუტი გადაადგილდება დადგენილი სქემით. უკუმიმართულებით, მარშრუტი იმოძრავებს დადგენილი სქემით.

მიკროავტობუსი N150 გორგასლის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ზაარბრიუკენის მოედნიდან სვლას განაგრძობს ტოლსტოის ქუჩის მიმართულებით. ხეთაგუროვის ქუჩისა და ბარათაშვილის ხიდის გავლით დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას. პუშკინის ქუჩასთან მობრუნებით, გადაინაცვლებს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე და მოხვდება გორგასლის ქუჩაზე, რის შემდეგაც იმოძრავებს დადგენილი სქემით.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.