ახალი ამბები

[რუსეთის მიერ] დაკავებული ტერიტორია უკრაინას დაუბრუნდება – ერდოღანი

[რუსეთის მიერ] დაკავებული ტერიტორია უკრაინას დაუბრუნდება – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარება უნდა ითვალისწინებდეს უკრაინისთვის თავისი ტერიტორიების დაბრუნებას.

პრეზიდენტმა ერდოღანმა 20 სექტემბერს ინტერვიუ მისცა ამერიკულ ტელეარხ PBS-ს. გთავაზობთ ინტერვიუს ნაწილის თარგმანს.

-„ბატონო პრეზიდენტო, – უკრაინის ომში ყოველდღე იღუპება ხალხი. თქვენ მხარდაჭერა გამოხატეთ როგორც რუსეთის, ისე უკრაინის მიმართ. რას ფიქრობთ, რომელი იმარჯვებს?

-„რომელი იმარჯვებს“? მე, როგორც ლიდერი, არ ვაპირებ, ეს საკითხი განვიხილო. ჩვენი სურვილია, ეს ომი მშვიდობიანად დასრულდეს, – იქნებოდა ეს ბატონი პუტინი თუ ბატონი ზელენსკი, ყოველთვის ამას ვურჩევდი და ვთხოვდი. ამ კონფლიქტს მოაქვს მსხვერპლი, ადამიანები იღუპებიან და საბოლოოდ ვერავინ იქნება გამარჯვებული. ჩვენ ეს არ გვსურს.

-თუმცა, თქვენ განაცხადეთ, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს – როგორ ხედავთ, როგორ მორჩება და რამდენად მალე?

-აქ რუსეთის დამოკიდებულება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. უზბეკეთში შევხვდი პრეზიდენტ პუტინს და ფართო დისკუსია გვქონდა, – და მან დამანახა, რომ ის ნამდვილად ცდილობს, ეს ყველაფერი დასრულდეს რაც შეიძლება სწრაფად. ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, – რადგან როგორც მოვლენები ვითარდება, საკმაოდ პრობლემურია.

მხარეთა შეთანხმბით, 200 ტყვე გაიცვლება. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

-უნდა ჰქონდეს რუსეთს უფლება, დაიტოვოს იმ ტერიტორიის ნაწილი, რაც დაიკავა თებერვალში უკრაინაში შეჭრის შემდეგ? შეიძლება, ამ კონფლიქტიდან გამოსავალი ეს იყოს?

-არა და ცალსახად არა. როცა საერთო შეთანხმებაზე ვსაუბრობთ, ამას ვგულისხმობთ – თუკი უკრაინაში მშვიდობა დამყარდება, რა თქმა უნდა, დაპყრობილი ტერიტორიების დაბრუნება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. არსებობს ამის მოლოდინი. არსებობს ამის სურვილი. ბატონმა პუტინმა კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. ტერიტორია, რაც დაკავებული იყო, დაუბრუნდება უკრაინას.

-უნდა ჰქონდეს უფლება რუსეთს, ყირიმი დაიტოვოს?

2014 წლიდან ვესაუბრებით ჩემს ძვირფას მეგობარს, პუტინს ამ საკითხზე და გამუდმებით ვთხოვდით, რომ დაებრუნებინა ყირიმი კანონიერი მფლობელებისათვის. „ის ხალხი, ვინც იქ ცხოვრობს, ჩვენი [წინაპრების] შთამომავლები არიან. თუ ამ ნაბიჯს გადადგამ, თუ გაიწევი, თავს დაანებენ ყირიმელ თათრებსაც და უკრაინასაც“. ჩვენ ყოველთვის ამას ვამბობდით. თუმცა, მას შემდეგ, სამწუხაროდ, არანაირი ნაჯიბი წინ არ გადადგმულა.

-პრეზიდენტი პუტინი აღიარებს, რომ არასწორად გათვალა ყველაფერი? რომ ძალიან ცუდად შეაფასა უკრაინელი ხალხის სურვილი, დაიცვან სამშობლო?

-არცერთი ლიდერი შემდგომში არ იტყვის, რომ ეს შეცდომა იყო, არავინ იტყვის, „დიახ, შეცდომა დავუშვი“. იგივე ითქმის უკრაინაზეც, ბატონი ზელენსკი, როდესაც წინ მიიწევდა, ფიქრობს თუ არა, რომ შეცდომა დაუშვა? ლიდერებს, როდესაც რაიმე გზას აირჩევენ, ძალიან უჭირთ უკან დახევა…

-ეს შეჭრა გამართლებული იყო?

-არცერთი შეჭრა არ არის გამართლებული. ვერ იქნება გამართლებული…

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.