ახალი ამბები

განათლების სამინისტრო მიიჩნევს, რომ გამოწვევაა იმ მასწავლებლებისა და ლექტორების კვალიფიკაცია, კომპეტენციები რომლებიც სსსმ და შშმ პირებს ასწავლიან

განათლების სამინისტრო მიიჩნევს, რომ გამოწვევაა იმ მასწავლებლებისა და ლექტორების კვალიფიკაცია, კომპეტენციები რომლებიც სსსმ და შშმ პირებს ასწავლიან

რამდენიმე დღის წინ, განათლების სამინისტროს ინიციატივას პრაქტიკოს სპეცმასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გადავადების შესახებ საქართველოს პარლამენტი არ დაეთანხმა და მიხეილ ჩხენკელის უწყებას გეგმა მოსთხოვა. როგორც გამოჩნდა, პარლამენტს აღარ სურს, დაუსრულებელი შანსების მიცემით, ახლა უკვე სპეციალური მასწავლებლები აღმოჩნდნენ პრაქტიკოსი მასწავლებლების ვითარებაში. თუმცა საგულისხმოა, რომ ამ კანონპროექტის პარლამენტში გატანის მიუხედავად, სამინისტროს კარგად ესმის სპეცმასწავლებელთა მიმართულებით არსებული გადასაჭრელი საკითხები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აღიარებს, რომ სსმ და შშმ პირებისთვის ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობასთან მიმართებით საგანმანათლებლო დაწესებულებების უმრავლესობა ჯერ კიდევ არ არის სრულად ადაპტირებული და მისაწვდომი ინკლუზიური საგანმანათლებლო მიზნებისთვის, უწყება აქცენტს აკეთებს იმ პირთა კომპეტენციაზეც, ვინც სსსმ და შშმ პირებს ასწავლის.

საკითხის შესახებ უწყების 2022-2032 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიაშია საუბარი, რომელიც 8 დეკემბერს გახდა საჯარო და სადაც უწყება თემაზე: გამოწვევები განათლებისა და მეცნიერების ხარისხისა და რელევანტურობის მიმართულებით აკეთებს განმარტებებს.

„ნაკლებად მისაწვდომია სასწავლო მატერიალური და ციფრული რესურსებიც სხვადასხვა საგანმანათლებლო საჭიროებისა და შესაძლებლობების მქონე მოსწავლისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სისტემა ერთმნიშვნელოვნად აღიარებს სპეციალური მასწავლებლებისა და ინკლუზიური განათლების დამატებითი სპეციალისტების (მობილობისა და ორიენტაციის სპეციალისტი, ოკუპაციური თერაპევტი, ენისა და მეტყველების სპეციალისტი, ფსიქოლოგი, ჟესტური ენის თარჯიმანი, ჟესტური ენის სპეციალისტი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი) გადამწყვეტ როლს ინკლუზიური განათლების პროცესში და უწყვეტად ზრუნავს მათი კომპეტენციის ზრდაზე, სისტემა განიცდის პროფესიონალების სიმწირეს და მისაწვდომობის პრობლემას განათლების ყველა საფეხურზე.

„გამოწვევაა იმ სპეციალისტების (აღმზრდელ-პედაგოგები, მასწავლებლები, ლექტორები) კვალიფიკაცია და კომპეტენციები, რომლებიც სსსმ და შშმ პირებს (ბავშვი, მოსწავლე, სტუდენტი) ასწავლიან. პროფესიულ სტანდარტებსა და დარგობრივ მახასიათებლებში სათანადოდ არ არის ასახული ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებსაც უნდა ფლობდნენ აღნიშნული პირები სსსმ და შშმ პირთათვის ხარისხიანი განათლების მისაცემად“, – წერია სამინისტროს დოკუმენტში.

ამავდროულად, როგორც სტრატეგიაში ვკითხულობთ, ზოგადი მიმართულების საუნივერსიტეტო და სატრენინგო პროგრამა არ უზრუნველყოფს სპეციალური მასწავლებლის სპეციალიზაციას მხედველობის, სმენის, ქცევისა და მძიმე და ღრმა ინტელექტუალური დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლების მიმართულებით. არ არსებობს საუნივერსიტეტო სასერტიფიკატო კურსები, რომლებიც ამ საჭიროებას დააკომპენსირებდა ან მისცემდა სპეციალურ მასწავლებელს ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას.

„კადრების დეფიციტით გამოწვეულ პრობლემას ამძაფრებს სპეციალისტების გადინებაც, რაც დიდ წილად ანაზღაურებით არის განპირობებული. ამ კუთხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხური, ვინაიდან სწორედ ამ ეტაპზეა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ყველა აღსაზრდელის და მათ შორის სსსმ და შშმ პირების მხარდაჭერა სასკოლო მზაობის გაზრდის მიზნით“, – წერია განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულ დოკუმენტში.

ასევე იხილეთ:

პრაქტიკოს სპეცმასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გადავადებას პარლამენტი არ იწონებს და სამინისტროს გეგმას სთხოვს

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.