საქართველოში „ფაიზერის“ ახალი დოზები შემოვიდა
საქართველოში „ფაიზერის“ მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ახალი დოზები შემოვიდა. აღნიშნული ვაქცინები დანკუთვნილია 12 წლის და მეტი ასაკის პირებისთვის პირველადი და ბუსტერ დოზებით იმუნიზაციისთვის.
ამასთან, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, აპრილის თვეშიც გრძელდება კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების პროგრამა, რომელის ფარგლებშიც 200 ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებს 50 წლის და მეტი ასაკის ყველა ის მოქალაქე, ვინც 2022 წლის 30 აპრილის ჩათვლით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრება.
ამასთან, ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები „ბუსტერ“ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ.
ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე, თუმცა აცრა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშეც.
COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს ნომერზე – 144-3 და 15 22-ს
დღეს, 6 აპრილს საქართველოს მასშტაბით ჩატარებული 24 153 ტესტით, კორონავირუსის 376 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისად, დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 1.56% შეადგინა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით დაიღუპა 4 პაციენტი. ჯამში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსს საქართველოში 16 765 ადამიანი ემსხვერპლა.