ცვლილებები დამტკიცდა – სკოლაში შესვლას ის ბავშვიც შეძლებს, ვისაც 6 წელი პირველ ოქტომბრამდე უსრულდება
![ცვლილებები დამტკიცდა – სკოლაში შესვლას ის ბავშვიც შეძლებს, ვისაც 6 წელი პირველ ოქტომბრამდე უსრულდება](https://edu.aris.ge/news/wp-content/uploads/2022/04/saswavlo-wlis-dasawyisi.jpg)
საქართველოს პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები 83 ხმით დაამტკიცა. ცვლილების თანახმად, სკოლაში შესვლას ის ბავშვებიც შეძლებენ, ვისაც 6 წელი პირველ ოქტომბრამდე შეუსრულდათ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილებით წელსვე ისარგებლებს 2,540 ბავშვი.
რა დაუჯება განათლების სამინისტროს დამატებით 2 500-ზე მეტი პირველკლასელის სკოლაში მიღება
გამომდინარე იქიდან, რომ პირველკლასელთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, აღნიშნული ცვლილებმა პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა. როგორც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა პარლამენტის 13 აპრილის პლენარულ სესიაზე თქვა, სკოლაში შესვლის ზღვრის პირველ ოქტომბრამდე გადაწევა რეფორმის მხოლოდ პირველი ეტაპია. საბოლოოდ უწყება გეგმავს, რომ ზღვარი 31 დეკემბრამდე გადაწიოს. თუმცა ამას, გიორგი ამილახვრის განმარტებით, 2-3 წელი დასჭირდება.
შეგახსენებთ, რომ აქამდე არსებული კანონმდებლობით, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი 6 წელი იყო, თუმცა სკოლაში რეგისტრაცია მხოლოდ იმ ბავშვებს შეეძლოთ, რომლებსაც 6 წელი სწავლის დაწყების დღის ჩათვლით (15 სექტემბერი) ჰქონდათ შესრულებული.
ამავე თემაზე: