ახალი ამბები

კიევის ოლქში, ქალაქ ბროვარიზე სარაკეტო თავდასხმა მოხდა – ქალაქის მერი

კიევის ოლქში, ქალაქ ბროვარიზე სარაკეტო თავდასხმა მოხდა – ქალაქის მერი

უკრაინის დედაქალაქ კიევიდან 20 კილომეტრში, ქალაქ ბროვარიზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერი, იგორ საპოჟკო ავრცელებს.

მისი თქმით, თავდასხმა დღეს, 17 აპრილს დილას მოხდა და მის შედეგად დაზიანებულია ინფრასტრუქტურული ობიექტები.

გუშინ, 16 აპრილს კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ქალაქის გარეუბანზე სარაკეტო თავდასხმა მოხდა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას მერე ბომბავს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასაც.

მიწასთანაა გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი, დაღუპულია ათასობით ადამიანი, მათ შორის, სულ მცირე, 200-მდე ბავშვი.

გარეკანის ფოტო: UNIAN

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.