ახალი ამბები

დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას – კობახიძე ვერ ამბობს არის თუ არა პუტინი სამხედრო დამნაშავე

დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას – კობახიძე ვერ ამბობს არის თუ არა პუტინი სამხედრო დამნაშავე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიხე აცხადებს, რომ ჰააგის სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინზე დაკავების ორდერის გამოცემა საკმარისი არაა, რომ პუტინს სამხედრო დამნაშავე უწოდოს.

მისი თქმით, დამნაშავის იდენტიფიცირება სასამართლოს საქმეა.

“რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, საერთაშორისო თანამეგობრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ უკრაინაში ომი შეწყდეს. სამწუხაროდ, ჩვენ ომის დასასრულს ვერ ვხედავთ, ყოველი შემთხვევისთვის, ახლო მომავალში, რაც ძალიან მძიმეა[…] ასეთ ვითარებაში ყველა მშვიდობის უზრუნველყოფაზე უნდა იყოს კონცენტრირებული და პრობლემის დაძლევაზე”, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე მიიღო თუ არა ისტორიული გადაწყვეტილება ჰააგამ, კობახიხე პასუხობს, რომ ისტორიული შედეგი უკრაინაში ომის დასრულება იქნება.

“რაც შეეხება კონკრეტული პირების დამნაშავეებად ცნობას, ეს სასამართლოს საქმეა და გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ. დაკავების ორდერის გაცემა არ ნიშნავს სასამართლოს გადაწყვეტილებას”, – ამბობს კობახიძე.

კითხვაზე რატომ ეშინია პუტინს უწოდოს სამხედრო დამნაშავე, კობახიძე პასუხობს, რომ “შიში საჭიროა მაშინ, როცა უნდა შეგეშინდეს”.

“არავის არაფრის ეშინია. 2008 წელს გაგახსენებთ. სჯობდა, მაშინდელ ხელისუფლებას შეშინებოდა ომამდე და არა ომის დროს[…] შიში არის საჭირო მაშინ, როდესაც უნდა შეგეშინდეს და როცა არ უნდა შეგეშინდეს, მაშინ ხალხს სითამამე უნდა აჩვენო. წინა ხელისუფლება მოქმედებდა პირიქით – ომამდე არ ჰქონდათ შიში და ომის დროს შეეშინდათ. ჩვენ ვმოქმედებთ პირიქით – უნდა შეგეშინდეს შენი ქვეყნის გამო, თუნდაც იმისათვის, რომ დაიცვა მშვიდობა ქვეყანაში. ეს შიში არა მარტო გამართლებულია, არამედ ეს არის პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავებაზე ორდერი გამოსცა. პუტინთან ერთად ორდერი გამოიცა მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზეც. ამ უკანასკნელს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბავშვთა უფლებების კომისრის თანამდებობა უკავია.

პუტინსა და ლვოვა-ბელოვას ბრალი წაუყენეს ბავშვების უკანონო დეპორტაციისთვის უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში, რაც ომის დანაშაულად მიიჩნევა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, უკრაინული მხარე იუწყებოდა, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან, და არამხოლოდ, ბავშვები უკანონოდ რუსეთში გადაჰყავდათ. უკრაინული მხარის ინფორმაციით, საუბარია სულ მცირე 16 ათას ბავშვზე.

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.