როგორ აღვადგინოთ წაშლილი კლასი Teams-ში – ვიდეოინსტრუქცია
ახალი სასწავლო წლის დაწყების შემდეგ, ელექტრონული ჟურნალში მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემები მასწავლებლებისთვის კვლავ აქტუალური გახდა. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას კი უწყვეტ რეჟიმში უწევს ტექნიკურ საკითხებზე პედაგოგებისთვის რეკომენდაციების მიცემა.
ერთ-ერთი აქტუალური საკითხია “თიმსში” წაშლილი ჯგუფის აღდგენა და როგორც ირკვევა შესაძლებელია მხოლოდ განათლების მართთვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილი კლასის აღდგენა, მასწავლებლის მიერ შექმნილი კლასის აღდგენა კი არ ხდება.
„იმისათვის, რომ აღადგინოთ ემისის მიერ შექმნილი კლასი (მასწავლებლის მიერ შექმნილი კლასის აღდგენა არ ხდება) უნდა შეხვიდეთ თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე (outlook-ზე) შეიყვანოთ თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი (რასაც იყენებთ თიმსში შესვლის დროს) მარცხენა ჩამონათვალში აირჩიეთ ,,Groups” ჩამონათვალში კი ,,Manage Groups” შემდეგ კი ,,Delate” სადაც გამოგიჩნდებათ წაშლილი გუნდები. კლასის აღსადგენად აირჩიეთ წაშლილი კლასი და დააჭირეთ ღილაკს ,,Restore“, – განმარტავს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.
Teams-ში წაშლილი კლასის აღდგენის ვიდეოინსტრუქცია