ახალი ამბები

რუსი ოკუპანტების ნაწილმა ჩერნობილი დატოვა – პენტაგონი

რუსი ოკუპანტების ნაწილმა ჩერნობილი დატოვა – პენტაგონი

პენტაგონი ადასტურებს, რომ რუსი ოკუპანტების ნაწილმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დატოვა. ამის შესახებ CNN-ს პენტაგონის წყარომ დაუდასტურა.

ატომური ელექტროსადგური რუსმა ოკუპანტებმა ხელში უკრაინაში შეჭრის პირველ დღეებშივე ჩაიგდეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მათ ჯარების მანევრები კიევისა და ჩერნიგოვის რაიონებში არა უკანდახევა, არამედ არის „გეგმიური გადაჯგუფება“.

როგორც რუსული მხარე აღნიშნავს, კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებიდან ჯარების „გეგმიური გადაჯგუფების“ მიზანი საბრძოლო მოქმედების პრიორიტეტული მიმართულებებით გააქტიურებაა.

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, „გეგმური გადაჯგუფება“ პირველ რიგში „დონბასის სრული განთავისუფლების ოპერაციის დასასრულებლად“ ხდება.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემეგ განუწყვეტლივ ბომბავს უკრაინის ქალაქებს, რის შედეგადაც დაღუპულია ათასობით ადამიანი, მათ შორის, სულ მცირე, 150 ბავშვი. 10 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი, მათგან 3.9-მა მილიონმა ქვეყანა დატოვა.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.