ახალი ამბები

რუსეთის მორიგი ულტიმატუმი აზოვსტალში გამაგრებულ უკრაინელებს

რუსეთის მორიგი ულტიმატუმი აზოვსტალში გამაგრებულ უკრაინელებს

რუსეთს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ აზოვსტალში გამაგრებულ მებრძოლებს მოსკოვის დროით 14:00 საათიდან დანებებისკენ მოუწოდებს, სანაცვლოდ კი სიცოცხლეს შეუნარჩუნებს.

რუსული მხარე ამ განცხადებას აზოვსტალში შექმნილი „კატასტროფული სიტუაციითა“ და „წმინდად ჰუმანისტური პრინციპებით“ ხსნის.

რუსეთის თანახმად, ამ ჰუმანიტარული ოპერაციისთვის, 13:30 საათიდან უნდა გამოცხადდეს „ჩუმი რეჟიმი“, რისი ნიშანიც იქნება ორივე მხარის მიერ დროშების აღმართვა. განცხადების მიხედვით, რუსული მხარე აღმართავს წითელ დროშებს, უკრაინულმა მხარემ კი უნდა აღმართოს თეთრი დროშები ქარხნის მთელ ტერიტორიაზე.

აზოვსტალში მყოფ მებრძოლებს დანებებისთვის რუსეთი 2 საათს აძლევს, მოსკოვის დროით 14 საათიდან 16 საათამდე.

აზოვსტალის მეტალურგიული ქარხანა მარიუპოლში, ზღვის სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს.

ქარხანა ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეტალურგიული საწარმოა მთელ პოსტ-საბჭოთა სივრცეში.

მასში ამჟამად უკრაინელი მებრძოლები და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებიან.

მიუხედავად ულტიმატუმისა, უკრაინული მედიის თანახმად, რუსული საოკუპაციო ძალები ბომბავენ ქარხნის ტერიტორიას.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.