ახალი ამბები

პირველი მასშტაბური სასკოლო სტარტაპ მარათონი სრულდება

პირველი მასშტაბური სასკოლო სტარტაპ მარათონი სრულდება

27 აპრილს, 12:00 სთ-ზე „ალტე უნივერსიტეტის“ მიერ ორგანიზებული პირველი სასკოლო სტრატაპ მარათონის ფინალი გაიმართება. პროექტის მიზანი სკოლის მოსწავლეებში (მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის წარმომადგენლები) სამეწარმეო უნარების განვითარება, მათი იდეების ხელშეწყობა და ანტრეპრენერობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. პროექტი 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას 128 გუნდი იღებდა, მათ შორის აქტიურად იყვნენ ჩართულნი რეგიონების წარმომადგენლებიც. საბოლოო ეტაპზე, ფინალისთვის გამოვლინდა 13 გუნდი, რომელთა წარმომადგენლებიც ჟიურის წინაშე საკმაოდ საინტერესო და ინოვაციური იდეებით სწორედ 27 აპრილს წარსდგებიან.

„ჩვენ გვსურს სკოლები უფრო აქტიურად ჩავრთოთ სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში და შევქმნათ სტარტაპ კლუბები აქტიური სკოლების ბაზაზე. პროექტის შედეგები მონაწილეებისთვის ბევრად სცდება ჩვენს ასევე არანაკლებ საინტერესო და სასარგებლო პრიზებს. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც პროექტის მონაწილე გუნდებმა მიიღეს არის ცოდნა და შესაძლებლობა, ჩამოაყალიბონ ბიზნეს ხედვა საკუთარი იდეის გარშემო, იმუშაონ ინოვაციურ ბიზნეს მოდელზე და საბოლოო ჯამში, სრულიად მზად იყვნენ ნებისმიერი დაინტერესებული ინვესტორის წინაშე იდეის წარსადგენად.“ – აღნიშნა თეონა დალაქიშვილმა, ალტე უნივერსიტეტის სტარტაპ გარაჟის ხელმძღვანელმა.

გამარჯვებულ გუნდების პრიზები საკმაოდ მრავალფეროვანია: სასწავლო გრანტი ალტე უნივერსიტეტისგან, 5000-ლარიანი ჯილდო თიბისი-სგან, ტექნოპარკის ფაბლაბში პროტოტიპების დამზადებაში მხარდაჭერა GITA-სგან, მედია მხარდაჭერა Entrepreneur Georgia-ს ელექტრონულ პორტალზე, ალტე უნივერსიტეტის Start-up გარაჟის მეშვეობით ბიზნეს იდეის განვითარების ხელშეწყობა, პრიზი ისრაელის საელჩოსგან.

შეგახსენებთ, რომ სასკოლო სტარტაპ მარათონი ალტე უნივერსიტეტის ინიციატივით, თიბისის სტარტაპერი, თიბისი ახალი თაობისთვის და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერია ”Entrepreneur Georgia” და ონლაინ გამოცემა „ახალი განათლება“. პროექტის აქტიური მხარდამჭერია ისრაელის საელჩო საქართველოში.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.