ახალი ამბები

დაზვერვის განცხადების გამო უკრაინის წარმომადგენელი საგარეოში გამოიძახეს

დაზვერვის განცხადების გამო უკრაინის წარმომადგენელი საგარეოში გამოიძახეს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებული ანდრიი კასიანოვი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა დღეს 2 მაისს, გაიმართა.

უკრაინის სამხედრო დაზვერვა აცხადებს, რუსეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს აზერბაიჯანთან, სომხეთთან და საქართველოსთან, რათა სანქცირებული რუსული პროდუქცია დასავლურ ბაზარზე რეექსპორტის გზით გავიდეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ქართული მხარის უკმაყოფილება მსგავსი შინაარსის ბრალდებების გამო და აღნიშნა, რომ „მსგავსი სახის გადაუმოწმებელ ფაქტებზე დაყრდნობით ინფორმაციის გავრცელება აზიანებს ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობას“.

მათივე ცნობით, უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს ეთხოვა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე შესაბამისი ფაქტობრივი განმარტებები და მტკიცებულებების დროულად წარმოდგენა.

„განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინულმა მხარემ ასევე ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები უკრაინის თავდაცვის დაზვერვის ანალოგიური შინაარსის წინა ბრალდებაზე (2022 წ. 5 აპრილს). აღსანიშნავია, რომ უკრაინელმა დიპლომატმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მას ამ ეტაპზე არ გააჩნია შესაბამისი პასუხი უკრაინის დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების ირგვლივ და აღნიშნა, რომ შესაბამის შეტყობინებას დედაქალაქს გადასცემდა.

შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. ანდრიი კასიანოვმა გამოთქვა მადლიერება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციებისა და განცხადებებისათვის და გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისათვის“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი თავისი პარტნიორი ქვეყნების დახმარებით ცდილობს მონახოს გზები, რათა გვერდი აუაროს დასავლეთის დაწესებულ მძიმე ეკონომიკურ სანქციებს.

როგორც უკრაინის სამხედრო დაზვერვა აცხადებს, რუსეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს აზერბაიჯანთან, სომხეთთან და საქართველოსთან, რათა სანქცირებული რუსული პროდუქცია დასავლურ ბაზარზე რეექსპორტის გზით გავიდეს. კერძოდ, ჯერ შემოვიდეს საქართველოში (და სხვა ქვეყნებში) და შემდეგ ამ ქვეყნების სახელით გავიდეს დასავლეთში. უკრაინული დაზვერვისვე განცხადებით, რუსეთის მოქალაქეებმა სამხრეთ კავკასიის ამ სამ ქვეყანაში უკვე დაარეგისტრირეს 200-ზე მეტი კომპანია.

რუსული პროდუქცია დასავლეთში საქართველოს გავლით — უკრაინის დაზვერვის ბრალდება

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.