ახალი ამბები

ALDE-მ მხარი დაუჭირა საქართველოსთვის EU-ს კანდიდატის სტატუსის მიღებას

ALDE-მ მხარი დაუჭირა საქართველოსთვის EU-ს კანდიდატის სტატუსის მიღებას

ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის კონგრესი ევროპისთვის (ALDE) პარტიამ, რომელიც ევროპაში ლიბერალ პარტიებს აერთიანებს, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა.

ინფორმაციას პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს, რომელიც სხვა ქართულ პარტიებთან ერთად, მათ შორის, „ლელო“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „რესპუბლიკური პარტია“ და „თავისუფალი დემოკრატები“, ALDE-ს წევრია.

რეზოლუცია, სწორედ ამ ხუთი ქართული პარტიის მიერ იყო ინიცირებული.

რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა უკვე ათწლეულებია იბრძვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის და ევროკავშირში გაწევრიანება ამ ხალხების ისტორიული არჩევანია.

რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ყირიმისა და დონბასის რეგიონების ოკუპაციას უკრაინაში, საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციასა და მოლდოვაში მიმდინარე ოკუპაციას.
მკაცრად გმობს:

რეზოლუცია ხაზს უსვამს:

  • სამივე ქვეყნაში კანონის უზენაესობის, ძალაუფლების განაწილების დემოკრატიული პრინციპის, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის, მედიის თავისუფლებისა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხებზე უწყვეტი მუშაობის საჭიროებას და მნიშვნელობას;
  • საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირის კანდიდატების სტატუსის მინიჭება იქნება დამატებითი გარღვევა ამ ქვეყნებში დემოკრატიის გასაძლიერებლად და რუსული გავლენისგან განთავისუფლებისთვის;
  • ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, სამივე ქვეყნის მიერ კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილების აუცილებლობას.

რეზოლუციის ტექსტის ავტორები და მხარდამჭერები ევროპულ საბჭოში წარმოდგენილ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებენ, რომ მიანიჭონ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ევროკავშირის საბჭოს მომავალ შეხვედრაზე 2022 წლის ივნისის ბოლოს.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.