ახალი ამბები

ფორუმის „კიბერუსაფრთხოება ბიზნესისთვის“ ფარგლებში დისკუსია გაიმართა

?ფორუმის „კიბერუსაფრთხოება ბიზნესისთვის“ ფარგლებში დისკუსია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო კიბერუსაფრთხოების ეროვნული ასოციაციის (NCSA) თავმჯდომარე ნიკილოზ გაგნიძემ.

ღონისძიება ჟურნალ „ეკონომისტის“ (The Economist) წლიური გამოცემისა და კომპანია „სპექტრის“ ორგანიზებითა და თიბისის მხარდაჭერით ჩატარდა.

თავის გამოსვლაში ნიკოლოზ გაგნიძემ ხაზი გაუსვა კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას, ასევე ისაუბრა კიბერსფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და რეგულაციების შესახებ, რომელთა ევროკავშირის სტანდარტებთან თანხვედრას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის.

?„სხვა საკითხებთან ერთად მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს ისეთ კომპანიებს, რომლებიც კიბერუსაფრთხოების მარეგულირებელი მოთხოვნების მიღმა რჩებიან, რადგან ეს კომპანიებიც დგანან კიბერრისკების წინაშე და მათაც სჭირდებათ დაცვა. ამ რთულ გზაზე უმნიშვნელოვანესია სკოლებში კიბერჰიგიენის კურსის შემოღება როგორც დაწყებითი, ისე მაღალი კლასების მოსწავლეებისთვის, რათა თავიდანვე გამოუმუშავდეთ კიბერსაფრთხეებთან გამკლავების საწყისი უნარები“, — ნიკოლოზ გაგნიძე, კიბერუსაფრთხოების ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარე.

ფორუმის „კიბერუსაფრთხოება ბიზნესისთვის“ ფარგლებში დისკუსია გაიმართა

?Nikoloz Gagnidze, NSCA Chairman participated in the forum — Cybersecurity for Business.

The event was organized by the Spectre company and the annual edition of the Economist magazine, with the support of TBC.

In his address, Nikoloz Gagnidze highlighted the importance of awareness over cybersecurity issues and focused on requirements and regulations imposed by the Georgia’s legal base regulating cyberspace, compliance of which with EU standards is critically important for Georgia’s European perspective.

?“Together with other issues, it is important to focus our attention on such companies, which are left beyond cybersecurity regulatory requirements, because those companies are too standing in front of cyber risks and need protection. On the way through this difficult process, it is significantly important to launch Cyber hygiene courses at schools for students from both upper and lower grades, so to enable them to form basic skills necessary to handle real-world cyber threats, that they may come up to in very ordinary occasions.” – Nikoloz Gagnidze, NCSA Chairman.

#ერთადკიბერუსაფრთხოებისთვის

#togetherforcybersecurity

Spectre • სპექტრი

TBC — თიბისი

https://www.facebook.com/ncsa.geo/

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.