ახალი ამბები

აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე „ოცნების“ დეპუტატები თავს დამესხნენ – ვატო წერეთელი

აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე „ოცნების“ დეპუტატები თავს დამესხნენ – ვატო წერეთელი

ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელი, ვატო წერეთელი აცხადებს, რომ მას „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ.

მისი თქმით, შემთხვევა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე მოხდა, რა დროსაც იქ სპეციალური მიღება იმართებოდა. წერეთელი ასევე აცხადებს, რომ შემთხვევას ათობით თვითმხილველი ჰყავს.

„ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე ქართული ოცნების დეპუტატები დამესხნენ თავს და ფიზიკურად გამისწორდნენ. მივმართავ კელი დეგნანს, ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მოხდა ფიზიკური გასწორება ადამიანის წინააღმდეგ, ჩემ წინააღმდეგ. კეთილი ინებეთ და გაასაჯაროვეთ კადრები, მიეცით მედიას კადრები, თუ როგორ უსწორდებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები ადამიანს,“ – აცხადებს ეს.

„ჩემკენ დაიძრა ანრი ოხანაშვილი, რომელსაც მოჰყვა [ირაკლი] ზარქუა, ასევე ბექა ოდიშარია და მგალობლიშვილი. მომიჭირა ხელზე, დამიწყო გარჩევები. ოხანაშვილი რომ ქუჩურ გარჩევას მოგიწყობს, ხომ თავი უნდა მოიკლა…ხელი მომიქნია სახეში, მერე სანამ აზრზე მოვედი, მერეომ გამწია და მეორემ მომიქნია ხელი, სახეში მომხვდა ორივე,“ – იხსენებს ვატო წერეთელი და ამბობს, რომ ელჩი „ალბატ 50 მეტრში იყო“.

წერეთელი აცხადებს, რომ ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, რაღაც მომენტში კი მას ესროლეს ჭიქაც.

[მასალა განახლდება]

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.