ახალი ამბები

საქართველოს EU-ს კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს ახლა და ორჭოფობის გარეშე – სააკაშვილი

საქართველოს EU-ს კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს ახლა და ორჭოფობის გარეშე – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსი სჭირდება ახლა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა “პოსტსაბჭოთა ჭაობში” და “რკინის ფარდის მეორე მხარეს” აღმოჩნდება. ამის შესახებ სააკაშვილმა მიმართვა დღეს, 7 ივნისს გაავრცელა.

მისი თქმით, უკრაინას და საქართველოს შანსი აქვთ, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატები გახდნენ:

“ეს უფრო მეტია, ვიდრე რომელიმე ხელისუფლება. თუმცა ჩემი უშუალო ხელმძღვანელი პრეზიდენტი ზელენსკი სრულად იმსახურებს ამას, მაგრამ საქართველოს შემთხვევაშიც, კანდიდატის სტატუსი უნდა იქნას მინიჭებული ახლა და ორჭოფობის გარეშე, რადგან ეს სტატუსი იქნება ტრანსფორმაციული ძალა და ინსტრუმენტი ცვლილებებისთვის.
ჩვენ კი გვჭირდება ცვლილებები.

გთხოვთ, ნუ დაგვტოვებთ პოსტსაბჭოთა ჭაობში და სიბნელეში რკინის ფარდის მეორე მხარეს. ახლა არ არის დეტალების დრო, თუნდაც ეს მოიცავდეს ჩემს ტყვეობას და ჩემი ჯანმრთელობის საფრთხეს. ეს უკანასკნელი არაფერია იმ უდიდეს ისტორიულ გამოწვევასთან და პირობასთან შედარებით, რომელსაც მივუძღვენი მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება”, – წერს სააკაშვილი.


უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ , 28 თებერვალს კიევმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადი გააკეთა. უკრაინის კვალდაკვალ, 3 მარტს მსგავსი განაცხადი გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამაც.

ქვეყნებმა უკვე შეავსეს ევროკავშირის წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარები, რომლებზე მოსაზრებები ევროკომისიას, სავარაუდოდ, მომავალ კვირას ექნება მზად. ამის შემდეგ კი ელიან ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, რომელიც 23-24 ივნისს უნდა გაიმართოს. სწორედ ევროპულ საბჭოზე შეკრებილმა ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის ლიდერმა უნდა მიიღოს ერთსულოვანი გადაწყვეტილება თითოეულ აპლიკანტ ქვეყანასთან დაკავშირებით – მიანიჭებენ თუ არა მათ წევრობის კანდიდატის სტატუსს.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.