ახალი ამბები

ქნირში ფიქრობს, რომ 23-24 ივნისის სამიტზე საქართველოს ექნება პროგრესი ევროპულ გზაზე

ქნირში ფიქრობს, რომ 23-24 ივნისის სამიტზე საქართველოს ექნება პროგრესი ევროპულ გზაზე

საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში ფიქრობს, რომ 23-24 ივნისის სამიტზე საქართველოს ექნება პროგრესი თავის ევროპულ გზაზე.

ნეტგაზეთმა ქნირშს ჰკითხა, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებაზე, რომელმაც მხარი დაუჭირა უკრაინის და მოლდოვის განაცხადს ევროკავშირის გზაზე, თუმცა საქართველო არ უხსენებია. მანამდე იგივე პოზიცია დააფიქსირა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

ქნირშის თქმით, ჯერ- ჯერობით ვერაფერს იტყვის გერმანიის პოზიციაზე, რადგან გადაწყვეტილება ევროპული საბჭოს შეხვედრაზე მიიღება. “ჯერ-ჯერობით არ არის მიღებული გადაწყვეტილება ამ საკითხზე. ევროკომისია წარმოაგდენს თავის მოსაზრებას ხვალ და ევროპული საბჭო – ერთ კვირაში. მე ვიმედოვნებ, მჯერა, რომ ამ შეხვედრით საქართველოს ექნება პროგრესი თავის ევროპულ გზაზე”, – თქვა ქნირშმა.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.