უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებისათვის გამოცდა პირველ სექტემბერს ჩატარდება – NAEC
განათლებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი 2022 წლის 24 აგვისტოს უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებისათვის ინფორმაციას ავრცელებს :
უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი იმ სტუდენტებისათვის, რომლებმაც რეგისტრაცია 22 აგვისტოს ჩათვლით გაიარეს, ტესტირება პირველ სექტემბერს, 12:00 საათზე დაიწყება – ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
სტუდენტები საგამოცდო ცენტრში (მისამართი: ე.მინდელის ქუჩა N9) რეგისტრაციის გასავლელად 11:00 საათზე უნდა გამოცხადნენ. გამოცდაზე დაგვიანების შემთხვევაში გამოსაცდელი ტესტირებაზე აღარ დაიშვება.
მონაწილემ თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი, სურვილის შემთხვევაში კი – წყალი პლასტმასის ბოთლით და პირბადე. ტესტურ დავალებაზე მუშაობის პროცესში ცენტრი მას უზრუნველყოფს შესაბამისი კალმითა და სხვა საჭირო ნივთებით.
გამოცდის ხანგრძლივობა 2 საათი და 30 წუთით არის განსაზღვრული. მისი წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას.
გამოცდაზე თითოეულ ნაწილში შესასრულებელი იქნება 15 დავალება. ტესტი შედგება 45 არჩევითპასუხიანი ტესტური დავალებისაგან. თითოეულ დავალებას აქვს 5 სავარუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთი არის სწორი. სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, ხოლო არასწორი პასუხი – 0 ქულით.
შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება ვებგვერდზე: online.naec.ge იმ პაროლის გამოყენებით, რომელსაც გამოცდის დღეს ცენტრის თანამშრომელი გადასცემს მონაწილეს.
გამოცდის პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე გამოსაცდელს შეუძლია ცენტრს მომართოს საპრეტენზიო განაცხადით. საპრეტენზიო განაცხადები მიიღება გამოცდის დღის 20:00 საათამდე მისამართზე: ქ. თბილისი, ე. მინდელის N9.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ