ახალი ამბები

არესტოვიჩის განცხადებებს რადიკალურად უარყოფითად ვუყურებ — გაფრინდაშვილი

არესტოვიჩის განცხადებებს რადიკალურად უარყოფითად ვუყურებ — გაფრინდაშვილი

სახალხო დამცველობის კანდიდატის, ლელა გაფრინდაშვილის თქმით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის განცხადებებს, უარყოფითად უყურებს.

ამის შესახებ მან დღეს, 26 ოქტომბერს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მოსმენისას განაცხადა.

გაფრინდაშვილს „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატმა და ამჟამად „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა ჰკითხა, არის თუ არა გამოხატვის თავისუფლება „ხალხის ძალის“ განცხადებები და კითხვები [რომელსაც საზოგადოების ნაწილი ანტიდასავლურად აფასებს] და არესტოვიჩის განცხადება მუქარა და რომელია ამ ორს შორის დასავლურ ფასეულობებს აცდენილი.

გაფრინდაშვილის თქმით, ყველას აქვს თავისი შეხედულებების გამოხატვის უფლება.

„ხალხის ძალის“ განცხადებებს ვისმენ და ისეთი რადიკალური დამოკიდებულება არ მაქვს, როგორიც არსებობს ზოგადად. მიმაჩნია, რომ ყველას აქვს უფლება თავისი შეხედულება გამოხატოს, მაგრამ სხვებსაც აქვს უფლება ამ შეხედულებებთან დაკავშირებით თავის შეხედულება ჰქონდეს.

არესტოვიჩის განცხადებებს მე რადიკალურად უარყოფითად ვუყურებ. ამაზე  პოლიტიკური დებატი არ შემიძლია“, – განაცხადა გაფრინდაშვილმა.

ამის შემდეგ, სეფაშვილმა გაფრინდაშვილს ისევ სთხოვა დაზუსტება, რომელია ამ ორს შორის დასავლურ ღირებულებებს აცდენილი.

„ჩემი აზრით, ესენი თანაზომადი მოვლენები არ არის. რას გულისხმობთ დასავლურ ღირებულებებში?“, – განაცხადა გაფრინდაშვილმა.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.