ახალი ამბები

სტუდენტი: „მოსწავლეები სხვა რამეს ითხოვენ სკოლისგან და არ არიან კმაყოფილი იმით, რასაც სისტემისგან იღებენ“

სტუდენტი: „მოსწავლეები სხვა რამეს ითხოვენ სკოლისგან და არ არიან კმაყოფილი იმით, რასაც სისტემისგან იღებენ“

„ხომ არ გგონიათ, რომ ნახევარი მილიონი ბავშვისთვის ერთი სასწავლო გეგმით სწავლება იგივეა, რაც ნახევარ მილიონ პაციენტს, რომ ერთი და იმავე წამლით უმკურნალო. ან ნახევარ მილიონ მშიერ ადამინს, რომელთაც სხვადასხვა ალერგიები და სხვადასხვა გემოვნებები აქვს, ერთი და იგივე საჭმელი აჭამო ყოველ დილას და საღამოს?“ – ამ კითხვით მიმართა პოლიტიკური პარტია „გირჩის“ დეპუტატმა ჰერმან საბომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს პირველ დეკემბერს, „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში გამოსვლის შემდეგ.

EDU.ARIS.GE დაინტერესდა, რამდენად ხედავენ ჰერმან საბოს შეკითხვაში ობიექტურობას სკოლის კურსდამთავრებულები და უჩნდებათ თუ არა იგივე შეკითხვა ახალგაზრდებს განათლების მინისტრის მიმართ.

სამედიცინო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტი, სალომე ბოჟაძე, ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ შეკითხვა სწორად არის დასმული და ნათლად გამოხატავს იმ მდგომარეობას, რომელშიც დღეს ყველა მოსწავლე იმყოფება. მისი თქმით, არასწორია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოსწავლეების მიმართ ერთიანი მიდგომა აქვს და მათ განსხვავებულ საჭიროებებსა და ინდივიდუალურ მოთხოვნებს არ ითვალისწინებს.

„მეც მიჩნდება ეს შეკითხვა და შესაძლებლობა, რომ მქონოდა, იმავეს ვეტყოდი განათლების მინისტრს. ყველა ბავშვი თუ მოზარდი ინდივიდუალურია და არ შეიძლება, ერთ ქვაბში მოხარშო. მოსწავლეებს რაღაც სხვა უნდათ სკოლისგან, ანუ სხვას ითხოვენ და არ არიან კმაყოფილები იმით, რასაც სისტემისგან იღებენ. სიახლე ყველას გვჭირდება, არა მხოლოდ მოსწავლეებს, არამედ სტუდენტებსაც“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს სამედიცინო მიმართულების პირველი კურსის სტუდენტმა.

სალომე ბოჟაძეს მოლოდინი აქვს, რომ სამინისტროსგან იმ მომსახურებას ღებულობდეს, რაც მას სჭირდება და არა იმას, რასაც იღებს. ვერ გრძნობს, რომ მის შესაძლებლობებსა და საჭიროებებს ვინმე ითვალისწინებს.

„მომეწონა კითხვის ავტორი პარლამენტის წევრის მოყვანილი შედარება პაციენტებზე. დიახ, ადამიანებს, რომლებსაც სხვადასხვა ალერგიები და განსხვავებული გემოვნება აქვთ, ყოველ დღე ერთი საჭმელი არ უნდა აჭამო, რადგან ყველა ერთნაირად კმაყოფილი არ იქნება და ვიღაცებს ეს საკვები აწყენთ. მოწამვლა კი, რასაც იწვევს ვიცით, ამიტომ ვფიქრობ, ახალგაზრდა თაობა არ უნდა იწამლებოდეს იმით, რასაც აძლევენ და ვიღაც მაინც უნდა ითვალისწინებდეს მათ სურვილებსა და საჭიროებებს“, – გვითხრა პირველკურსელმა სტუდენტმა.

თავად განათლების მინისტრმა კი უარყო დეპუტატისა და ჩვენი რესპონდენტის ნათქვამი მოცემულობის სისწორე. როგორც მიხეილ ჩხენკელმა საკუთარ პასუხში განაცხადა, განათლების სამინისტრო ადგენს მხოლოდ კომპეტენციებს. გეგმას კი, რომელიც ზოგად კომპეტენციებს უნდა მიესადაგოს, თითოეული სკოლა თავად ადგენს და შესაბამისად, პარლამენტის წევრის წარმოდგენა რეალობას არ შეესაბამება.

ასევე იხილეთ:

საქსტატი: 2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში სწავლა 8 846 მოსწავლემ შეწყვიტა

მოამზადა მზეო შველიძემ

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.