ახალი ამბები

რუსების მოთხოვნა უცხოეთში უძრავ ქონებაზე იზრდება, მათ შორის საქართველოში – „კომერსანტი“

რუსების მოთხოვნა უცხოეთში უძრავ ქონებაზე იზრდება, მათ შორის საქართველოში – „კომერსანტი“

რუსული „კომერსანტის“ ცნობით, „გეოპოლიტიკური ვითარების დაძაბვამ“ (უკრაინაში რუსეთის შეჭრამ), შემდეგ კი სექტემბერში გამოცხადებულმა „ნაწილობრივმა სამხედრო მობილიზაციამ“ რუსეთის საზღვრებს გარეთ, მათ შორის საქართველოში, უძრავ ქონებაზე რუსეთის მოქალაქეების მოთხოვნა გაზარდა.

კერძოდ, გამოცემა უძრავი ქონების სააგენტოებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის მოქალაქეების მოთხოვნა საზღვარგარეთ უძრავ ქონებაზე ერთ წელიწადში 2.3-ჯერ გაიზარდა. გამოცემის თანახმად, უძრავ ქონებას ძირითადად „გადასახლებისთვის“ ყიდულობენ.

ძირითადად რუსეთის მოქალაქეები ინტერესდებიან იმ ქვეყნებით, სადაც მათ თავისუფლად შეუძლიათ მოგზაურობა და დიდი ხნით დარჩენა: თურქეთი, ემირატები, საქართველო, მონტენეგრო, ტაილანდი და ბულგარეთი.

გამოცემის თანახმად, ევროპული ქვეყნები ნაკლებად ხელმისაწვდომია რუსებისთვის თანხის ტრანსფერის განხორციელების სირთულეებისა და „რუსული პასპორტების ტოქსიკურობის გამო“, თუმცა მათ, ვისაც უკვე აქვს რომელიმე ევროპული ქვეყნის პასპორტი, პრობლემები არ ექმნებათ.


„თიბისი კაპიტალისა“ და „კოლიერსის“ ბოლო მონაცემები აჩვენებს, რომ თბილისში უძრავი ქონების ბაზარზე ფასები კვლავ იზრდება. გაზრდილია როგორც ბინის ქირაობის, ასევე გაყიდვების ფასები როგორც თვიურ, ისე წლიურ ჭრილში.

„თიბისი კაპიტალისა“ და „კოლიერსის“ მონაცემები აჩვენებს, რომ ბინის ყიდვაც მნიშვნელოვნად არის გაძვირებული. ნოემბრის მონაცემებით, ერთ წელიწადში ზრდამ 28% შეადგინა და ამჟამად გასაყიდი ერთი კვადრატული მეტრის ფასი 1 037 დოლარია. ეს ნიშნავს, რომ 40 კვადრატული ფართობის მქონე ბინის ფასი საშუალოდ 41480 დოლარია.

ვრცლად:

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.