წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის წარმომადგენლებისშეხვედრა გორის უნივერსიტეტის სტუდენტებთან
მიმდინარე წლის 19 დეკემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ “წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის” თავმჯდომარე, ქალბატონი მაია ტატულაშვილი და ასოციაციის წარმომადგენლები.
შეხვედრის დროს სტუდენტებს მიაწოდეს დაწვრილებითი ინფორმაცია ორგანიზაციის მიზნებისა და გეგმების შესახებ, რომლის ფარგლებშიც მოიაზრება სტუდენტთა დასაქმებისა და სტაჟირების მექანიზმები.
პრეზენტაციის დასასრულს ასოციაციის წარმომადგენლებმა მოისმინეს სტუდენტთა მოსაზრებები.
Комментарии в Facebook