ყარაბაღში აქციაზე პლაკატები ქართულ ენაზეც გამოიტანეს
აზერბაიჯანული მხარის მიერ სომხეთთან და დანარჩენ მსოფლიოსთან დამაკავშირებელი ერთადერთი ჩაკეტილი გზის გახსნის მოთხოვნით, დღეს სტეპანაკერტში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც მოქალაქეებმა სხვადასხვა ენაზე დაწერილი პლაკატები გამოიტანეს. მათ შორის, პლაკატები იყო ქართულ ენაზეც.
გზა აზერბაიჯანის მოქალაქეებმა 11 დეკემბერს ჩაკეტეს. ოფიციალურად მიზეზად კი ყარაბაღში საბადოებზე აზერბაიჯანული მხარის წვდომაზე შეზღუდვა და ყარაბაღში ეკოლოგიური პრობლემები დაასახელეს. თუმცა სომხური მხარე და ყარაბაღის სომეხი მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ აზერბაიჯანის მიზანი ყარაბაღელების იზოლაცია, მათთვის ჰუმანიტარული კრიზისის შექმნა და ეთნიკური წმენდაა.