ახალი ამბები

„მიშა იატაკზე იყო დაგდებული… როგორც იქნა, მოასულიერეს“ — გიული ალასანია

„მიშა იატაკზე იყო დაგდებული… როგორც იქნა, მოასულიერეს“ — გიული ალასანია

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ამბობს, რომ მისმა შვილმა დღეს, 5 იანვარს, გონება დაკარგა და მისი მოსულიერება ექიმებს გაუჭირდათ.

„დღეს, „ვივამედის“ სკლინიკაში, სადაც ჩემი შვილი, მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, მან დაკარგა გონება. ეს იყო მეორე, ძალიან მძიმე შემთხვევა გლდანის ციხეში მომხდარის შემდეგ. ამ ორი ეპიზოდის შუალედში იყო პატარ-პატარა ეპიზოდები, მაგრამ იქ არ იყოს ასეთი მძიმე მდგოამრეობა.

დღეს ძალიან გაუჭირდათ ადამიანის მოსულიერება. იატაკზე იყო დაგდებული, აიყვანეს, ჩაუტარდა სათანადო ღონისძიებები და როგორც იქნა, მოასულიერეს. მესამე შემთხვევა ნებისმიერ დროს შეიძლება განმეორდეს და ეს დასრრულდეს ფატალურად. ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს. ეს ის კი არ არის, რომ ჩემი შვილი აღარ იქნება, აღარ იქნება სახელმწიფო“, — თქვა გიული ალასანიამ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.

მისი შეფასებით, „ეს არის საერთაშორისო მკვლელობა ყველას თვალწინ“.

ალასანიამ თქვა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს, რათა დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც „კოლექტიურად კლავენ მიხეილ სააკაშვილს“.

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა რამდენიმე თვის წინ დამძიმდა და ის ამ დრომდე კლინიკა „ვივამედში“ რჩება.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ მიხეილ სააკაშვილი ცრუობს თავისი ჯანმრთელობის შესახებ და ის, უბრალოდ, ვერ ეგუება ციხეში ყოფნას.

თავის მხრივ, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეს ადასტურებენ როგორც თავად „ვივამედის“ ექიმები, ისე უცხოეთიდან მოწვეული ექსპერტები.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.