ახალი ამბები

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ხარკოვში ჩავიდა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ხარკოვში ჩავიდა

დღეს, 10 იანვარს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ხარკოვში ჩავიდა.

უსაფრთხოების მიზნით, ხარკოვში გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტი გასაიდუმლოებული იყო. მასთან ერთად ხარკოვში იმყოფებოდნენ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება და უკრაინის ელჩი გერმანიაში.

როგორც ბერბოკმა განაცხადა, ხარკოვი უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის აბსოლუტური სიგიჟის სიმბოლოა.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მხედველობიდან არ დავკარგოთ უკრაინის ადგილი ჩვენს ევროპულ ოჯახში, თუნდაც ამ ზამთარის ომშიც“, – განაცხადა ბერბოკმა ხარკოვში.

ბერბოკი პირველი გერმანელი ოფიციალური პირია, რომელიც ხარკობს მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. გარდა ამისა, ის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრია, რომელიც ომის დაწყებიდან ხარკოვში ჩავიდა.

გერმანელი კოლეგის ხარკოვში ვიზიტს გამოეხმაურა დმიტრო კულებაც. მისი თქმით, ხარკოვი ახლა წარმატებული უკრაინული კონტრიერიშების სიმბოლოა, რომელიც ადასტურებს, რომ პარტნიორებისგან საკმარისი დახმარებით უკრაინა გაიმარჯვებს.

„ეჭვი არ მეპარება, რომ გერმანული სამხედრო დახმარება მომავალშიც გაგრძელდება”, – განაცხადა კულებამ.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.