ახალი ამბები

თბილისში, ნავალნისა და რუსი პოლიტპატიმრების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

დღეს, 21 იანვარს საქართველოში მცხოვრებმა რუსეთის მოქალაქეებმა შვეიცარიის საელჩოსთან, სადაც რუსეთის ინტერესების სექცია მდებარეობს, რუსეთში დაკავებული პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართეს.

თბილისში, ნავალნისა და რუსი პოლიტპატიმრების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

ფოტო: ფონდი „თავისუფალი რუსეთი“.

თბილისი, ერთ-ერთია მსოფლიოს იმ ქალაქებს შორის, სადაც ალექსეი ნავალნისა და სხვა რუსი პოლიტპატიმრების მხარდასაჭერი მანიფესტაცია გაიმართა. საქართველოში აქციის ორგანიზატორი „თავისუფალი რუსეთის“ ფონდი იყო. ამავე შინაარსის აქციები მიმდინარე კვირის განმავლობაში მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გაიმართა.

თბილისში, ნავალნისა და რუსი პოლიტპატიმრების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

ფოტო: ფონდი „თავისუფალი რუსეთი“.

აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ რუსეთში ასობით პოლიტიკური პატიმარია, რომელთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ. აქციის ორგანიზატორების თქმით, თანამედროვე რუსეთში იმისათვის, რომ ციხეში გიკრან თავი ომისთვის ომის დაძახებაც კი საკმარისია.

თბილისში, ნავალნისა და რუსი პოლიტპატიმრების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

ფოტო: ფონდი „თავისუფალი რუსეთი“.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.