ახალი ამბები

ირანისა და რუსეთის მოქალაქეები დიქტატურის წინააღმდეგ თბილისში აქციას გამართავენ

ირანისა და რუსეთის მოქალაქეები დიქტატურის წინააღმდეგ თბილისში აქციას გამართავენ

ირანისა და რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც თავს ამჟამად საქართველოს აფარებენ, ხვალ, 24 იანვარს, თბილისში მართავენ „მარშს დიქტატურის“ წინააღმდეგ.

მსვლელობა რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება და პარლამენტის შენობასთან დასრულდება.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მარიამ შარიფმა ნეტგაზეთს განუცხადა, ისინი აპროტესტებენ დიქტატორულ რეჟიმებს ირანსა და რუსეთში, მხარს უჭერენ უკრაინელი ხალხის ბრძოლას რუსეთის თავდასხმის წინააღმდეგ. მისი თქმით, მსვლელობას რუსეთის მოქალაქეებთან ერთად მართავენ.

„ეს მარში არის ყველასთვის, ვინც იბრძვის დიქტატურის წინააღმდეგ. ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ, რომ ირანელი ხალხი იბრძვის დიქტატურის წინააღმდეგ, მხარს უჭერს უკრაინას, ხალხი და ირანის რეჟიმი განსხვავდება ერთმანეთისგან. ირანის რეჟიმი მშვიდობიან ადამიანებს ხოცავს, ციხეში სვამს, ახშობს თავისუფალ სიტყვას. რუსეთიც ცდილობს გაანადგუროს უკრაინა. ჩვენ ამ ყველაფერს ვეწინააღმდეგებით“, — განუცხადა მარიამ შარიფმა ნეტგაზეთს.

მისივე თქმით, მარშის მიზანია, რომ ადამიანებმა, რომლებიც დიქტატორულ რეჟიმებს ებრძვიან, ერთმანეთი გაამხნევონ.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.