სასწავლო ოლიმპიადის III ტურში გამოყენებული ტესტები 2023 გამოქვეყნდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დღეს, 13 მარტს, 2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის III ტურში გამოყენებულ ტესტებს აქვეყნებს.
“ოლიმპიადის მესამე ტური 8 მარტს დაიწყო და 10 მარტს დასრულდება.
წელს ოლიმპიადაზე მოსწავლეთა აქტივობა მნიშვნელოვნად მაღალი იყო, თუ გასულ წელს ოლიმპიადის პირველ ტურში 31 900-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა, ახლა კი 56 700-ზე მეტი მოზარდი ჩაერთო; მეორე ტურში – 9 000 -მდე მონაწილე გადავიდა, მესამე ტურში კი 604 მოსწავლე. მნიშვნელოვანია, რომ მათგან ზოგიერთი რამდენიმე საგანს აბარებს”, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ცენტრში.
NAEC-ის ცენტრის ინფორმაციით, 2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულია ის მოსწავლე, რომელიც დააგროვებს შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ს და მოხვდება შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ათ მონაწილეს შორის.
შეგახსენებთ, რომ გამარჯვებულები ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან და საერთაშორისო ოლიმპიადებში მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს სახელით.
ასევე იხილეთ:
რა საჩუქრებს მიიღებენ ოლიმპიადაში გამარჯვებულები