ახალი ამბები

GRUN-ის სტუდენტების სასწავლო-შემეცნებითი ტური თურქეთში

GRUN-ის სტუდენტების სასწავლო-შემეცნებითი ტური თურქეთში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებისთვის განხორციელდა სასწავლო-შემეცნებითი ტური თურქეთში. ტური დაიგეგმა სტუდენტებისა და ასოცირებული პროფესორების – მაკა ფირანაშვილისა და მაია მელაძის მიერ, ერთობლივად.

ტურში 45 სტუდენტი და პროფესორ-მასწავლებელი მონაწილეობდა. ტრაპიზონში მათ მოინახულეს სუმელას მონასტერი, უზუნგოლის ტბა, პატარა აია-სოფიას ტაძარი და სხვა ღირსშესანიშნაობები. ასევე, ეწვივნენ რიზეს ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტს. სამუშაო შეხვედრის შემდეგ ჩატარდა ტრენინგი საერთაშორისო ტურიზმის მიმართულებით (იხ. ბმული). მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის შესახებაც. სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები.

ტური განხორციელდა უნივერსიტეტის თანადაფინანსებით.

სტუდენტები მშობლიურ უნივერსიტეტს წარუშლელი შთაბეჭდილებებით დაუბრუნდნენ.

სასწავლო-შემეცნებითი ტური დაეხმარება სტუდენტებს როგორც პროფესიული, ისე პრაქტიკული უნარების განვითარებაში.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.