ახალი ამბები

ევროპარლამენტარი “ოცნების” პარტნიორი ჯგუფიდან ფონ კრამონზე თავდასხმებს ეხმაურება

ევროპარლამენტარი “ოცნების” პარტნიორი ჯგუფიდან ფონ კრამონზე თავდასხმებს ეხმაურება

ევროპარლამენტარი სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფიდან ტეის რეიტენი (ნიდერლანდები) მიუღებლად მიიჩნევს, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონზე თავდასხმებს ქართველი ინტერნეტ ტროლების მხრიდან.

რეიტენი, რომელიც ევროპარლამენტში “ქართული ოცნების” პარტნიორ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენს, ეხმაურა ვიოლა ფონ კრამონის ვიდეომიმართვას ქართველი ტროლების მიერ მის წინააღმდეგ აგორებულ დეზინფორმაციებზე.

„ასეთი საზიზღარი თავდასხმა ვიოლა ფონ კრამონზე, საქართველოს ევროპული მომავალის უდიდეს მხარდამჭერზე, მიუღებელია. ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს. ქართველებს ეს უნდათ. ამიტომ საქართველოს ლიდერებმა უნდა შეწყვიტონ ამის წინააღმდეგ მუშაობა“, — წერს ევროპარლამენტარი ტეის რეიტენი.

ევროპარლამენტის დეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ ქართველმა „ტროლებმა“ რუს „ტროლებსაც“ კი აჯობებს. ასე გამოეხმაურა იგი მტკიცებას, თითქოს ფონ კრამონი ნაცისტური გერმანიის მაღალჩინოსნის, ჰერმან გერინგის შთამომავალია, და ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ვიდეოს, რომელშიც თითქოს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფება.

ფონ კრამონი ხაზს უსვამს, რომ ამ ყალბ ინფორმაციას „ძირითადად“ მმართველი პარტიის მხარდამჭერები აზიარებენ და ეჭვობს, რომ ფეიკების დამკვეთი, სავარაუდოდ, სწორედ მმართველი გუნდია.

„ქართველმა ტროლებმა რუსებსაც კი აჯობეს“ – ფონ კრამონი მის შესახებ გავრცელებულ „ფეიკებზე“

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.