რუსეთი ირწმუნება, რომ ლეოპარდ 2 ააფეთქა — ვიდეოში, სავარაუდოდ, ტრაქტორი ჩანს
რუსეთი ირწმუნება, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების საკუთრებაში არსებული ორი ერთეული ლეოპარდ 2 ტიპის ტანკი ააფეთქეს, თუმცა ვიდეოში, რომელსაც ამის დასამტკიცებლად ავრცელებენ, სავარაუდოდ, სასოფლო-სამეურნეო დანადგარები ჩანს.
უკრაინული გამოცემა „უნიანი“ წერს, რომ გავრცელებულ ვიდეოში ორი ანტი-სარაკეტო სისტემის ეკრანი და ორი მოძრავი ობიექტი ჩანს, რომელიც რუსული მხარის მტკიცებით ლეოპარდ 2-ის ტიპის ჯავშანტექნიკაა.
რუსულ ტელეგრამ არხებში ვიდეოსთან ერთად ვრცელდება ცნობა, რომ ეს რუსეთის ჯარის მიერ ამ ტიპის ტანკის აფეთქების პირველი მტკიცებულებაა, თუმცა გამოცემა აღნიშნავს, რომ გავრცელებულ კადრებში არა ტანკები, არამედ სასოფლო-სამეურნო დანადგარებს, კერძოდ კი სარწყავი და სახნავი მანქანები ჩანს.
„ლეოპარდ 2“ გერმანული წარმოების საბრძოლო ტანკია, რომლის გადაცემასაც უკრაინა ომის დაწყების პირველი დღეებიდანვე ითხოვდა. გერმანული წარმოების ტანკები შეტევითი პოტენციალით გამოირჩევა.