კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა
ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 11 ივნისს გახდა ცნობილი.
კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე 9 მატჩი ჩაატარა “ნაპოლის” შემადგენლობაში. გუნდი ტურნირს მეოთხედფინალური ეტაპიდან გამოეთიშა. Uefa.com-ის მიხედვით აღნიშნულ 9 მატჩებში კვარაცხელიამ 2 გოლი გაიტანა და აქვს 4 ასისტი.
თვის დასაწყისში კვარაცხელია იტალიის სერია A-მ წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
მანამდე, ქართველი ფეხბურთელი სამჯერ დაასახელეს იტალიის ჩემპიონატის თვის საუკეთესო მოთამაშედ.
Комментарии в Facebook