ახალი ამბები

ჩვენს ჟურნალისტზე ძალადობაში ბრალდებული გირაოთი გაათავისუფლეს – ფორმულა

ჩვენს ჟურნალისტზე ძალადობაში ბრალდებული გირაოთი გაათავისუფლეს – ფორმულა

„ფორმულას“ ცნობით, მათ ჟურნალისტზე, სალომე ბოკუჩავაზე თავდასხმაში ბრალდებული პირი სასამართლომ 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ტელეკომპანია იუწყება, რომ პროკურატურა 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

მანამდე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბოკუჩავას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. უწყება წერდა, რომ 13 ივლისს ბათუმში, ჟურნალისტური საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ბრალდებულმა ჟურნალისტზე იძალადა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჟურნალისტი ბათუმში 13 წლის გოგოს გაუპატიურების საქმეს აშუქებდა.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) და 154-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) წარედგინა.

გარეკანი ფოტო: „ფორმულა“.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.