ახალი ამბები

უხვი ნალექი და ნაგავი – კახა კალაძე თბილისის უბნების დატბორვის მიზეზებზე

უხვი ნალექი და ნაგავი – კახა კალაძე თბილისის უბნების დატბორვის მიზეზებზე

თბილისში 29 აგვისტოს ძლიერი წვიმის შემდეგ რამდენიმე უბნის დატბორვაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ფეისბუქის მეშვეობით მიმართა მოქალაქეებს. მან შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა მოადგილესთან და თბილსერვისის ხელმძღვანელთან ერთად და უბნების დატბორვის მთავარ მიზეზად უხვი ნალექი და სანიაღვრე სისტემებთან არსებული ნაგავი დაასახელა.

“ძალიან დიდი ნალექი იყო მოკლე დროის განმავლობაში, ასეთი უხვი ნალექი ბოლოს როდის იყო დედაქალაქში, მე არ მახსოვს. ეს სანიაღვრე სისტემა, იყო კონკრეტული ადგილები, რომლებიც გადავსებული იყო, ნაგვით, არ ვიცი საიდან ამდენი ნაგავი, იყო სანიაღვრე არხები, რომლებიც ატარებდა ჩვეულებრივ”, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის პირდაპირ ეთერში თბილსერვისის ხელმძღვანელმა დავით კაკულიამ.

“[სანიაღვრე] ქსელი გაწმენდილი იყო, უბრალოდ ფოთლები, ნაჭრები იყო გადაფარებული, გაბიდნული, პოლიეთილენი ჰქონდა გადაფარებული ზოგ სანიაღვრე არხის მიმღებს და იწვევდა წყლის დაგუბებას. ჩვენ ხელით გავწმინდეთ და სანიაღვრე არხებმა გაიტანა შემდგომ წყალი, გაიწმინდა. უბრალოდ ნარჩენი არის ძალიან ბევრი, ფოთლები, რომლებიც ზევიდან ბიდნავს”, – განაცხადა კაკულიამ.

კახი კალაძის თქმით, მობილიზებულია ყველა სამსახური, რათა დილისთვის გზებზე გადაადგილება იყოს უსაფრთხო.


  • 29 აგვისტოს ძლიერი წვიმის შემდეგ დაიტბორა თბილისის ზოგიერთი უბანი – დაიტბორა სარდაფები, მიწისქვეშა გადასასვლელები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და ხეები.
  • თბილისის მერიამ აამოქმედა ცხელი ხაზი და მოქალაქეებს მოუწოდა თავი შეეკავებინათ გადაადგილებისგან.
  • შეიზღუდა გადაადგილება წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე – კალაძის თქმით, პრევენციის მიზნით.
  • საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ცნობით, არავინ დაშავებულია.
  • ჯერჯერობით უცნობია მიყენებული ზიანის ოდენობა.
  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში ნარჩუნდება ზოგან ძლიერი წვიმის, სეტყვის და ქარის შესაძლებლობა, რამაც აღნიშნული ტერიტორიის მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.