ბაიდენი ოთხშაბათს ისრაელს ეწვევა
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოთხშაბათს, 18 ოქტომბერს ისრაელს ეწვევა.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, ის ისრაელში იმყოფება.
მან განმარტა ბაიდენის დაგეგმილი ვიზიტის მიზნები – ბლინკენის თქმით, პრეზიდენტი “ადასტურებს შეერთებული შტატების სოლიდარობას ისრაელის მიმართ”.
ბლინკენი ამბობს, რომ ბაიდენი ასევე იმუშავებს ჰამასის მიერ აყვანილი მძევლების გასათავისუფლებლად.
მან დასძინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ასევე მოისმენს ისრაელისგან, თუ როგორ წარმართავს თავის ოპერაციებს ისე, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი და ჰუმანიტარული დახმარება შევიდეს ღაზაში.
ღაზა მზარდი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშეა, მას შემდეგ რაც “ჰამასი” 7 ოქტომბერს ისრაელში შეიჭრა, ხოლო ისრაელმა საპასუხოდ სახმელეთო ოპერაცია დაანონსა ღაზას სექტორში და მშვიდობიან მოსახლეობას მოუწოდა სამხრეთისკენ გადაინაცვლონ.