22 ივნისს კლინიკა “ჰერა 2011”-ში “პაციენტთა საბჭოს” პირველი შეხვედრა გაიმართა – კანადური სტანდარტი ქართულ კლინიკებში
2024 წლის 22 ივნისს კლინიკა „ჰერა 2011″-ში „პაციენტთა საბჭოს“ პირველი სხდომა გაიმართა, სადაც განიხილეს პაციენტთა კმაყოფილების კვლევის შესახებ ინფორმაცია და გადაწყვიტეს, რომ საბჭოს შეხვედრა გაიმართება რეგულარულად, რადგანაც ეს მნიშვნელოვანი იქნება კლინიკის განვითარებისთვის.
“პაციენტთა ბორდმა” განიხილა ბორდის დებულება, აირჩია თავჯდომარედ ნინო გვარლიანი. ასევე, გაეცნო კლინიკის სტრატეგიული განვითარების ამოცანებს, რომელთა მიღწევის შეფასება თავად ბორდის წევრებს მოუწევს.
განხილულ იქნა პაციენტთა კმაყოფილების კვლევის ანალიზი.
ბორდმა შეხვედრაზე ასევე იმსჯელა საინტერესო რეკომენდაციებზე ცნობადობის გაზრდისა და სერვისის გაუმჯობესების კუთხით.
„ჰერა“ საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის – „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტების მიხედვით.
აქედან გამომდინარე, კლინიკა მოტივირებულია, გააუმჯობესოს საკუთარი მომსახურების ხარისხი. სწორედ ამ მიზნით პაციენტები თვეში ერთხელ შეიკრიბებიან და ყველა იმ საკითხზე იმსჯელებენ, რაც პაციენტთა კვლევის შედეგად იქნება გამოკვეთილი.
პაციენტთა კვლევა კანადაში გასულ წელს დაინერგა და მთელი ქვეყნის კლინიკებისთვის სავალდებულო გახდა. საქართველო კი პირველი ქვეყანაა კანადის შემდეგ, სადაც აღნიშნული სტანდარტი წარმატებით ინერგება.
ყველაფერ აღნიშნულის ინიციატორი გახლავთ ჯანდაცვის მსოფლიო ექპსერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელიც საქართელოში „აკრედიტაცია კანადის“ წარმომადგენელია.
პაციენტთა ჩართულობას კლინიკების მართვის პროცესში აქტიურად გააშუქებს მედიაჰოლდინგი „შენი ექიმი“, რომელიც პირველი საზოგადოებრივი ჯანდაცვის თემატიკის მედიაჰოლდინგია არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში.
„შენი ექიმი“ „ჰერას“ პაციენტთა საბჭოს წევრებს ესაუბრა და გთავაზობთ მათ კომენტარებს დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით:
ნინო გვარლიანი – ბორდის თავმჯდომარე:
“14 წლის წინ ვიმშობიარე “ჰერაში” და მაშინ უკვე იყო მზობა, გაეთვალისწინებინათ პაციენტების აზრი. ასე რომ, ეს ჩემთვის გასაკვირი არ იყო.
ძალიან გამეხარდა, შემოთავაზება რომ მივიღე – ვყოფილიყავი ამ გუნდის წევრი. “ჰერა” არ არის ჩემთვის მხოლოდ სამშობიარო, “ჰერა” ჩემი ოჯახია. მან მაჩუქა სწორედ ჩემი შვილი და ამ კლინიკის გვერდით ვიქნები მუდამ.”
ნინო სანიკიძე:
“სრულიად მივესალმები ამ ინიციატივას, დიდი სიამოვნებით ჩავერთვები პაციენტთა ბორდის საქმიანობაში.
მაია ბენიძე:
“ამ პროცესს ძალიან დადებითად ვაფასებ. მე სოსო ღოღობერიძესთან ვიმშობიარე წლების წინ და ძალიან კმაყოფილი ვიყავი… დღეს კიდევ ბევრად უფრო წინ არის წასული კლინიკა. ძალიან დავინტერესდი ამ პროცესით, ეს ყველაფერი პაციენტებისთვის და მათი შვილების კეთილდღეობითვის ინერგება.”
ირმა ხარაბაძე:
“ვფიქრობ, ყოველი ახალი ინიციატივა საინტერესოა ნებისმიერი სტრუქტურისთის… მივესალმები ახალ გამოწვევებს და ვფიქრობ, საინტერესო იქნება ნებისმიერი ჩვენგანისთვის, რაც უფრო განვვითარდებით, მეტი წინსვლა გვექნება ნებისმიერ სფეროში”
ლაურა ოსიტაშვილი:
“ვფიქრობ, აუცილებელიც კია დღევანდელობისთვის ეს ცვლილებები. მომწონს, რა თქმა უნდა, ვეცდები ჩავერთო და აქტიური ვიყო ყველა პროცესში.
მაია სირაძე:
“მივესალმები ამ ახალ ინიციატივას…”
მაკა კვიტაიშვილი:
“აქტიურად ვიქნები ჩართული და მინდა წინსვლა და წარმატება ვუსურვო “ჰერას”.
მარიამ ჭიჭივეიშვილი:
“ძალიან დადებითად ვაფასებ ამ პროცესს. როგორც ხედავთ, უკვე ჩართული ვარ და ბედნიერი ვარ, რომ ამ პროცესის თანამონაწილე გავხდი. ვფიქრობ, სწორედაც რომ საჭირო იყო ასეთი საბჭოს შექმნა და პაციენტების ჩართვა კლინიკების განვითარების პროცესში”
ანა კილაძე:
“მოხიბლული ვარ ამ პროცესით. პირველი ორი შვილი სხვაგან გავაჩინე, მესამე კი აქ, ძალიან კმაყოფილი ვიყავი და დღეს აქ მიღებული
ინფორმაციით, სურვილი გამიჩნდა, რომ კიდევ ერთი შვილი გავაჩინო “ჰერაში”. დადებითი გავლენა იქონია ამ სიახლეებმა, რაც კლინიკაში ინერგება”
მარიამ ვაშაგაშვილი:
“ძალიან კარგი ინიციატივაა და საჭიროა, თუნდაც იმიტომ, რომ პაციენტიც და კლინიკაც მეტად კმაყოფილი იყოს. ეს ურთიერთობა, წინსვლისთვის სწრაფვა ძალიან მნიშვნელოვანია და შედეგებსაც დადებს აუცილებლად. ვფიქრობ, “ჰერა” პირველია და ასეც გააგრძელებს.
კლინიკა “ჰერაში” შეხვედრას ასევე ესწრებოდა “პაციენტთა საბჭოების სამდივნოს” ხელმძღვანელი იოსებ დემეტრაშვილი:
“მოგესალმებით, ჩემი აზრით, ძალიან კარგად ჩაიარა პაციენტთა პირველმა შეხვედრამ კლინიკა “ჰერაში”.
მომეწონა გუნდის ჩართულობა – კლინიკა საკითხებს აფასებს პაციენტთა მხრიდან, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი.
მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგი ფხაკაძეს, რადგან მისი ინიციატივით, აღნიშნული სტანდარტი ინერგება არაერთ კლინიკაში. ეს კი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა.
იმედი მაქვს, რომ პაციენტები მაქსიმალურად იქნებიან ჩართული კლინიკების ყველა საკითხის განხილვაში, რაც გააუმჯობესებს ჯანდაცვის მიწოდების ხარისხს ქვეყანაში.”
“შენი ექიმი” “ჰერა 2011” -ის საერთაშორისო აკრედიტაციის კოორდინატორ ნინო ჭიჭივეიშვილსაც ესაუბრა:
“დღეს გვქონდა პაციენტთა ბორდის შეკრება იქიდან გამომდინარე, რომ კანადის სტანდარტებს ძალიან აქტიურად ვნერგავთ კლინიკაში, ერთ-ერთი მნიშვენლოვანი სტანდარტია პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების ჩართულობა. ჩვენ ღიად განვაცხადეთ და შეთავაზეთ ჩვენს პაციენტებს, ჩართულიყვნენ და გამხდარიყვნენ საბჭოს წევრები.
შევკრიბეთ ის კანდიდატები, ვინც გამოთქვა ამის სურვილი და განვიხილეთ მათი ბორდის დებულება. შევთანხმდით და დავამტკიცეთ იმ სახით, როგორც წარმოდგენილი იყო.
ავირჩიეთ ბორდის თავმჯდომარე, გავაცანით ის წესები და მიმართულებები, რომელზეც უნდა იმუშავოს თვითონ ბორდმა.
ასევე, მივიღეთ რეკომენდაციები მათი მხრიდან, რომელსაც გავითვალისწინებდით დებულებაში.
ამასთან, განვიხილეთ მათთან ერთად უკვე ჩატარებული პაციენტების კმაყოფილების კვლევის უკუკავშირის ანალიზი და შედეგები.
სხვათა შორის, დაემთხვა მათ მოლოდინებს კვლევის შედეგები და გვქონდა ძალიან კარგი რეკომენდაციები სერვისის გაუმჯობესების კუთხითაც, რასაც აუცილებლად დავნერგავთ და გავითვალისწინებთ.
შეხვედრაზე განვიხილეთ სტრატეგიული განვითარების გეგმა რომელიც ,,ჰერამ” შეიმუშავა რამდენიმე თვის წინ. გავაცანით მათი ვალდებულება, რომ წლის ბოლოს დაგეგმილი გეგმის ამოცანების შესრულებას შეგვიფასებს თავად პაციენტთა ბორდი.
აქვე აღვნიშნავ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია “აკრედიტაცია კანადის” სტანდარტების იმპლემენტაცია, თუ კი გვაქვს პრეტენზია – ვიყოთ საერთაშორისო დონის ჯანდაცვის სერვისის გამცემი ინსტიტუცია და ორგანიზაცია, ამიტომ მივესალმები. მისაღებია ყველა ის სტანდარტი, რომელსაც გვთავაზობს “აკრედიტაცია კანადა” და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტის უსაფრთხოებისთვის და თანამშრომელთა უსაფრთხოების კუთხითაც.
ვიზიარებთ მაქსიმალურად და ვცდილობთ, ვიყოთ რელევანტურები ამ სტანდარტებისა. იმედია, რომ შედეგსაც მალე მივაღწევთ.”
ცნობისთვის: “პაციენტთა საბჭო“ შიქმნება ყველა იმ კლინიკაში, რომლებიც საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადიან მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის „აკრედიტაცია კანადის“ ჩართულობით. აღნიშნული ინიციატივა ეფუძნება დასავლურ სტანდარტებს და მოტივირებულია ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მისაღწევად.
რაც შეეხება პაციენტთა კმაყოფილების კვლევას, აღნიშნული გამოკითხვა უკვე ტარდება ყველა იმ კლინიკაში, რომელიც ასევე აკრედიტაციის პროცესს გადის „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტების მიხედვით. გამოკითხვა შესაძლებელია QR კოდის დასკანერების საშუალებით, რომელიც განთავსებულია ყველა აღნიშნულ კლინიკაში და ასევე ვებპორტალზე – sheniekimi.ge.
გამოკითხვა მომზადებულია და ტარდება ,,საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” მიერ საერთაშოროსო ,,აკრედიტაცია კანადის” (Accreditation Canada)-ის სტანდარტების მიხედვით სამედიცინო დაწესებულების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
კვლევის მიზანია, პაციენტის სამედიცინო მომსახურების გაწევის/მიღების პროცესის შესწავლა; არსებული სამედიცინო მომსახურების, საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად გაუმჯობესება; საჭირო სტანდარტების დანერგვის აუცილებლობის და საჭიროების გამოვლენა; შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
მკვლევარი: საერთაშორისო “აკრედიტაცია კანადის” წარმომადგენლი საქართველოში ექიმი პროფესორი, გიორგი ფხაკაძე.
აღსანიშნავია, რომ გამოკითხვა ანონიმურია და რესპონდენტის იდენტიფიცირება შეუძლებელია. კითხვარის შევსების დროს პირადი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები არ ივსება.
შევსებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და ორიენტირებულია მხოლოდ შედეგზე, რაც გულისხმობს სამედიცინო მომსახურების მიწოდების ხარისხის შესწავლას და გაუმჯობესებას.
ანონიმურობა დაცული იქნება კვლევის ყველა ეტაპზე.
აღნიშნული კვლევის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდეთ:
,,საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის’’ პაციენტთა საბჭოების სამდივნოს ხელმძღვანელს: იოსებ დემეტრაშვილს.
საკონტაქტო: +995 555 423 845
info@accreditation.ge
მისამართი: საქართველო, თბილისი, ბეთლემის აღმართი 3, საფოსტო ინდექსი: 0105 www.sheniekimi.ge
კლინიკა “ჰერას” პაციენტთა კვლევაში მონაწილეობის მისაღებად გადადით ბმულზე:
https://www.surveymonkey.com/r/2011hera