ახალი ამბები

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მივიდა — თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობა მძიმეა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეა გადაყვანილი, დღეს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე მივიდა. მინისტრმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა და პირდაპირ კლინიკაში შევიდა.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა. ექიმების თქმით, რიჟვაძე მართვით სუნთქვაზე იმყოფება. კლინიკა დამატებით ინფორმაციას უახლოეს საათებში გაავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით შეიყვანეს. მისი ფილტვი დაზიანებულია. გადაუდებელი სამედიცინო ჩარევის შემდეგ ის თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რიჟვაძის დაჭრის საქმეზე დაკავებულია ალექსი ახვლედიანი, რომელსაც ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვაში წარედგინა.

შემთხვევის დეტალებზე გამოძიება გრძელდება.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.