ვერაზე ახალგაზრდა კაცი დაჭრეს
ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა დღეს, 15 სექტემბერს, მოხდა. დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც Netgazeti შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 19-109 და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
Комментарии в Facebook