ახალი ამბები

ასტრაზენეკას 17 000-მდე დოზა გამოუყენებელი დარჩა და ჩამოიწერება – გამყრელიძე

ასტრაზენეკას 17 000-მდე დოზა გამოუყენებელი დარჩა და ჩამოიწერება – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ „ასტრაზენეკას“ 17 ათასამდე დოზა გამოუყენებელი დარჩა.

„ძირითად დოზებს „ასტრაზენეკას“ რაც გვქონდა, ვადა გასდიოდა სექტემბრისა და ოქტომბრის ბოლოს. განსაკუთრებით, ეს ეხებოდა დონაციით მიღებულ იმ 15 ათას დოზას. ამიტომ ეს ჩვენ ვიცოდით და რამდენჯერმე მოვუწოდეთ მოსახლეობას, რომ გვინდოდა „ასტრაზენეკა“, რომელიც საერთაშორისო შეფასებით ითვლება ერთ-ერთ კარგ ვაქცინად. ჩინური და „ფაიზერის“ ვაქცინების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ადმინისტრირებადი ვაქცინაა ბევრ ქვეყანაში.

გვინდოდა, რომ უფრო ფართო მასშტაბით გამოყენებულიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც გითხარით, მოთხოვნილება დაბალი იყო ყველა დანარჩენ სამ ვაქცინასთან შედარებით. ამიტომ, რა თქმა უნდა, ის დოზები, რომელსაც სექტემბერში ვადა გაუვიდა… და ასეთი იყო, დაახლოებით, 3 900 დოზა და ასევე, რომელსაც ოქტომბრის 31-ში გასდიოდა ვადა – ასეთი დარჩა 13 500 დოზა, ანუ სადღაც ერთად აღებული ეს გახლავთ 17 000-მდე დოზა – სამწუხაროდ, გამოუყენებელი გახდა და ის ჩამოიწერება,“ – თქვა გამყრელიძემ ჟურნალისტებთან და დასძინა, რომ აქედან 15 ათასი დოზა დონაციით იყო მიღებული.

როგორც გამყრელიძე განმარტავს, განსხვავებით „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინებისა, ჩინური წარმოების ვაქცინას 2-დან 3 წლამდე აქვს ვადა. ამასთანავე, „ფაიზერმა“ ერთი თვის წინ მიიღო გადაწყვეტილება და „ფაიზერის“ ყველა ვაქცინას რომელიც ინახება -60-90 მათ სამი თვით გაუგრძელდა“.

საქართველოში ყოველდღიური აცრის მაჩვენებელი ბოლო თვეების განმავლობაში საგრძნობლად იკლებს. ასე მაგალითად, თავად გამყრელიძის ინფორმაციით, აგვისტოს რიცხვში ყოველდღიური აცრების რაოდენობა საშუალოდ 23 480 იყო, ხოლო ოქტომბერში – 5687.

მისივე თქმით, ქვეყანაში ორჯერადად აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 33%-ზე მეტი, ხოლო ერთჯერადად – 36,5%. ეროვნული გეგმის თანახმად, ქვეყნის მიზანი წლის ბოლოს მოსახლეობის 60% აცრა იყო.

მთავარი ფოტო: ამირან გამყრელიძე ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ პირველი დოზების შემოსვლის დღეს

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.